სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თუ ენდრო მოგრჩათ - რისთვის იყენებენ კოსმეტოლოგიასა თუ მედიცინაში და რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარეს?
17-04-2020
-
+


წითელი კვერცხი აღდგომის სიმბოლოა. კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციას საფუძვლად გადმოცემა უდევს, რომლის თანახმად, მარიამ მაგდალინელი, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ, სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა. იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. მარიამ მაგდალინელმა, კი რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!"  

იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და განაცხადა - მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი გაწითლდა. მას  შემდეგ წითელი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ ითვლება.

კვერცხის შესაღებად  ბევრი ბუნებრივი საღებავი გამოიყენება, მაგრამ შორის ყველაზე პოპულარული ენდროს ფესვებია, რომელიც კვერცხს მუქ წითელ ფერს აძლევს.



მიუხედავად იმისა, რომ ენდრო ჩვენთვის ძირითადად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ასოცირდება, მას როგორც ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში, ისე კოსმეტიკაში ფართო გამოყენება აქვს.

პირველად ამ მცენარის გამოყენება ტექსტილის ინდუსტრიაში დაიწყეს. ენდროს ფესვებს, რომელიც მღებავ ნივთიერებებს შეიცავს, სხვადასხვა ბუნებრივი ქსოვილის - აბრეშუმის, ბამბის და მატყლის შესაღებად იყენებდნენ.

მისი, როგორც საღებავი საშუალების ისტორია, ძველი ეგვიპტიდან, ძველი ინდოეთიდან და სპარსეთიდან იღებს. ეგვიპტის მე -18 დინასტიიდან დაწყებული ენდროს ქსოვილების წითელ და მეწამულ ფერად შესაღებად იყენებდნენ.

​ბენედიქტელი ბერების წყალობით მცენარე ცენტრალურ ევროპაში მოხვდა. ფრანკთა მეფის კარლოს დიდის დროს ენდრო როგორც ეფექტური სამკურნალო და საღებავი მცენარე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. საფრანგეთში VIII-XIX საუკუნეების მანძილზე მცენარის დიდი პლანტაციები იყო გაშენებული. ფრანგი ჯარისკაცები წითელი ფერის შარვლებს ატარებდნენ, ამიტომ დიდი რაოდენობის მცენარის ფესვი იყო საჭირო.

ბუნებრივ საღებავად გამოყენების გარდა ენდროს ფესვი ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ენდროსგან დამზადებული პრეპარატები ოფლმდენი, შარდმდენი, ანტისპაზმური და ბაქტერიციდული თვისებებით ხასიათდება. მცენარის ფესვისგან დამზადებული პრეპარატები, ხსნის ტკივილს და სპაზმს, ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისგან. მცენარე გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ელენთის დაავადებების, ყაბზობის,  ენურეზის, რაქიტის, ოსტეოქონდროზის, ნიკრისის ქარის და პოლიართრიტის დროს. შლის და გამოაქვს ქვები შარდის ბუშტიდან და თირკმელებიდან. ხალხურ მედიცინაშიც ენდროს ნაყენს სიყვითლისა და ელენთის დაავადებების დროს იყენებენ.



გამაახალგაზრდავებელი, ანტისეპტიკური, მათეთრებელი და გამწმენდი თვისებების წყალობით, ენდროს აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ბაქტერიციდული თვისებების წყალობით, მას კანზე ბაქტერიებით გამოწვეული გამონაყრის და ინფექციების სამკურნალოდ მიმართავენ. მას ასევე იყენებენ კანზე პიგმენტური ლაქების გაღიავებისთვის და ასევე დერმატიტის და წყლულების მოსაშუშებლად. 

გარდა ამისა, მცენარის ფესვს შეუძლია კანს ელასტიურობა და ჯანსაღი იერი შესძინოს და გაახალგაზრდავოს.

იმისთვის, რომ კანი გახდეს კრიალა, ხავერდოვანი და მკვრივი რეკომენდირებულია ენდროს ფესვის ნაყენის აბაზანა. მის მოსამზადებლად საჭიროა ორ ლიტრ წყალში ორი სუფრის კოვზი მშრალი ფესვი 15 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. მიღებული ნაყენი დავამატოთ აბაზანას. პროცედურა 15 წუთი გრძელდება. ნაყენის დამატება შესაძლებელია ასევე სხვადასხვა ნიღბებში.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა შეურიოთ ენდროს, რომ კვერცხი ლამაზ ფრად შეიღებოს და არც დაგისკდეთ - წითლად შეღებვის ტრადიციული მეთოდი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება