სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცელქი სიო ხევ-ხევ დაატარებს ერის გულისთქმის ექოს: „გადავრჩებით, ამ ერთხელაც გადავრჩებით!“- ფურტიოს საჯარო სკოლის პედაგოგ ირმა ბოლქვაძის ჩანახატი
14-04-2020
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ირმა ბოლქვაძემ კორონავისუსის პანდემით არსებულ სიტუაციას ჩანახატი მიუძღვნა.                        

                                                                      სიჩუმეში  ...
                                                                     (ჩანახატი)

  ვერცხლისფერი ნამით დაცრემლილი მორცხვი ია ნაზად შეჰყურებს ხეებს, მოედინება ანცად წყარო მთისა, ხმელი წიფელი მაღლიდან გადმოჰყურებს  სიჩუმით მოცულ არემარეს და ბებერ გულში ტკივილი მწარე ოხვრად ეწვეთება. მაღალი მთები ბრაზმორეული აბოლებენ ნისლის ჩიბუხებს და თან გამუდმებით ფიქრობენ ერთსა და იმავეზე: „სიკვდილის შავი აჩრდილი ნუთუ ჩვენც მოგვწვდება?!“. 

მიწას გახშირებულად უფეთქავს გული, კაცთა მოდგმის უკვე მერამდენე დარდსა და ტკივილს იტევს!...

მკვლელი ვირუსი სამყაროს მოულოდნელად დაატყდა თავს.  ერთი თვის წინ ერთმანეთით გადაღლილები ახლა ერთმანეთს ვეძებთ,  გვიკვირს, როდის დავკარგეთ თანაგრძნობის, თანადგომის,  ცოდნისა  და  ქართული გენის დაფასების  ნიჭი!.

მონატრებული კოლეგების  სუნთქვა ,,ჩათს“ მიღმა ისე მძლავრად მესმის, როგორც არასდროს და ვგრძნობ, რომ სიჩუმემ მივიწყებული პატიება მასწავლა...

„შეწყდა წკაპაწკუპი, ვიძინებთ!“- უკვე მერამდენედ ვცდილობ თავი დავაღწიო ანცი მოსწავლეების „ფეისბუკშემოტევას“, თუმცა ბედნიერი ღიმილით  ვიღებ ტელეფონს ხელში, თანაც არაერთხელ  და  მოუთმენელი ბავშვივით ვისრუტავ  თითოეულ სიტყვას!

ვერა, ვერ ველევით ერთმანეთისგან მიღებულ სითბოსა და სიყვარულს, თურმე არ ყოფილა საკმარისი, რასაც აქამდე გავცემდით!..

წერენ, მუშაობენ, იხარჯებიან, დავალებად მიცემულ ჩანახატებსა და ესეებში აქსოვენ  საკუთარ განცდებსა და  ფიქრებს, ბავშვური სიწრფელით  მიმხელენ თავიანთ უთქმელ დარდებს!... სიჩუმემ  მათი ახლებური სიყვარული მასწავლა, უფრო ღრმა, გონიერი და მტკიცე!...

ისევ კომპიუტერს ვუზივარ, ვერ ვისვენებ, ვწერ და ვწერ, უსასრულოდ, ხვალინდელი დღის გეგმებს ვაწყობ, როგორ გავუხალისო ბავშვებს ცხოვრება ჩემი გაკვეთილებით, ახალი რა ვუთხრა, როგორ დავამშვიდო,  რწმენა და ძალა შევმატო, რით  გავახარო!  პატარა ტოგო სახელოზე მექაჩება, ჩემს ყურადღებას რომ ვერ იქცევს, ყეფით მახსენებს თავს. უსაზღვრო ლურჯი თვალებით  შემომყურებს და  მიჩვეულ „სასუსნავს“ ელის.  ჩემთან  ერთად  იძინებს, ოჯახის ყველა წევრს გვეძებს, გამოღებული სარკმლიდან  გვიმზერს  გარეთ გასულებს!... სიჩუმემ ესეც მასწავლა, ცხოველებთან ერთად ცხოვრება, რასაც ვერც მე და ვერც  ჩემი ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ წარმოიდგენდა, ვზრუნავდი მათზე, თუმცა  ვერასდროს ვეხებოდი!...

„ხელები დაიბანეთ და მოდით; გარეთ არ გახვიდეთ, არავის ეკონტაქტოთ !“-ეს ფრაზები  სიტყვათა მყარ შეხამებად მექცა. „დე, პატარები ხომ არ ვართ, საკმარისია“-მოკრძალებულად მსაყვედურობენ ზედმეტი მზრუნველობით მობეზრებული  ზრდასრული, მაგრამ ჩემთვის ისევ ბავშვებად დარჩენილი ბიჭები. მშვიდად ვარ, რადგან ჩემ გვერდით არიან!.. სიჩუმემ  შვილების გამო უსაზღვრო შიშის დაძლევაც მასწავლა!..

...ახალი დილა თენდება, მიუხედავად იმისა, რომ გავცალკევდით, თვალი თვალს მოშორდა და გული გულს, მაინც ხმაურობს დღე.  მუდამ ჯაფის კაცი ისევ გუთანს ჩასჭიდებია იმ იმედით, რომ  ეს ჭირიც გადაივლის და ისევ გამოკვებავს ოჯახსა და ბარს თავისი ნაოფლარით. მუჭა-მუჭა მიმოფანტავს  პურის მარცვალს და თავის ათას დარდსა და ფიქრს ნაჩვევ ბებერ გულში „სიკეთე და სიყარული, როგორც ღმერთი იწამე,  ერთი ნერგი გაახარე შენს წილ ქართულ მიწაზე!“-ლოცვასავით იმეორებს. ცელქი სიო კი ხევ-ხევ დაატარებს ერის გულისთქმის ექოს: „გადავრჩებით, ამ ერთხელაც გადავრჩებით!...

                                ფურტიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ბოლქვაძე               

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

ახალი სავალდებულო გამოცდა ემატება - ვის მოუწევს ტესტირება

აბიტურიენტებს პატრიარქი დალოცავს - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს

„ახლა რომ ჩაყარო ორჯერ მეტი ფული განათლებაში, ეს იქნება მთლიანად გადაყრილი...“

„გაიზარდა საშუალო ხელფასი... 2020 წლიდან ანაზღაურება გაორმაგებულია“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება