სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ადამიანებს მოკლებული გაზაფხული - ქვედა სამების საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ჩანახატი
14-04-2020
-
+


ადამიანებს მოკლებული გაზაფხული - ასე ასათაურებს საკუთარ ჩანაწერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე თათია მესხიძე. ჩანახატში მოსწავლე კორონავირუსის გამო შექმნილ რთულ ვითარებაზე თავის განცდებს გადმოსცემს.

                                                           
                                                     ადამიანებს მოკლებული გაზაფხული

ალბათ, ერთი თვის წინ, რომ ვინმეს ეკითხათ ჩვენთვის, გვჭირდებოდა თუ არა არდადეგები რელაქსაციისთვის, ამ შეკითხვაზე ყველასგან დადებით პასუხს მივიღებდით.

ხოდა ასეც მოხდა მაგრამ ყველასგან დამოუკიდებლად, ე.წ კორონა ვირუსმა (COVID-19), შემოიჭრა მსოფლიოში და მოგვიწყო ერთ თვიანი არდადეგები. 

ამ არდადეგების განმავლობაში, ადამიანებს ჰქონდათ ვალდებულება დარჩენილიყვნენ სახლში, დაესვენათ, უკეთესი ურთიერთობა დაემყარებინათ ოჯახის წევრებთან, გათვიცნობიერებულიყვნენ კულინარიის მხრივ და აეხდინათ მათი უმთავრესი ოცნება, ეძინათ დიდი ხნის განმავლობაში ისე, რომ  მაღვიძარის ან დედის ხმას არ გაეღვიძებინათ: „ადექი შვილო, სკოლაში(სამსახურში) არ დაგაგვიანდესო“.

რა თქმა უნდა, გამიზნული ქმედება არ ყოფილა კორონა ვირუსის გავრცელება მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ მოსახდენი მოხდა... 

ამიტომაც, მთავრობის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ მათ ქვეყანაში მყოფ მოსახლეობას, რომ არ გასულიყვნენ გარეთ და შინ უსაფრთხოდ დარჩენილიყვნენ სახლში.

ადამიანთა ნაწილმა ეს გაფრთხილება მიიღო და ნამდვილად დარჩა სახლში უსაფრთხოთ, მაგრამ ნაწილმა არ მიიღო და მათ შეიქმნეს პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, სწორედ ამ ადამიანების გამოა რომ დღეს მეორე ნაწილიც საფრთხეშია.
გასაკვირი კი ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც ერთი თვის წინ დასვენება და უბრალოდ რამდენიმე საათი სჭირდებოდათ ძილისთვის, დღეს ამის შანსი მიეცათ, მაგრამ ამაოდ ისინი წუწუნებენ და გარეთ გასვლას, სამსახურში წასვლას და სკოლაში სიარულს  მოითხოვენ.

რატომ?!  ვუფიქრდები რატომ შეიძლება ადამიანები იქცეოდნენ ასე... პასუხიც უმალვე ჩნდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერი რომლებიც ყოველთვის იმას აკეთებენ და ითხოვენ რაც აკრძალულია, მიდრეკილი ვართ აკრძალული საკითხების მიმართ და არასდროს არ ვითვალისწინებთ იმას რაც ჩვენთვის მიზანშეწონილია, დიახ სწორედ ეს არის დღევანდელი რეალობის პრობლემა...   

რა გვასწავლა ამ ყოველივემ?! ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა ჩვენ გვასწავლა ურთიერთგაგება, გვასწავლა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველად მსოფლიოს ორ ქვეყანაში ჩინეთსა და იტალიაში იყო ამ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ჩვენ მაინც ვცდილობდით დაგვეცვა ერი, დავრჩენილიყავით სახლში, გაგვეთვალისწინებინა წესები, ყველანაირად გვერდში დავდგომოდით იმ ქვეყნებს, მათ მოსახლეობას და გულთან მიგვეტანა მათი სევდა. ჩვენ იმაზე არ გვიფიქრია რომ იქ ჩვენზე მეტი მოსახლეობაა და თუ რამოდენიმე კაცი დაკარგეს ეს არაფერს შეცვლიდა, არა! ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, რომ თითოეული ადამიანი არის ისეთივე ინდივიდი როგორიც მე და ყოველი თქვენგანი, მათაც ჰქონდათ მათი მიზნები, მისწრაფებები და მათაც უნდოდათ სიცოცხლე, ისევე, როგორც ჩვენ.

ამ ყველაფერმა გვასწავლა, რომ უნდა დავუჯეროთ მთავრობის აზრს ჩვენივე ქვეყნის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ამ ყოველივემ  მიგვიყვანა უფალთან ახლოს, ვლოცულობთ, ღმერთს ვთხოვთ დახმარებას და სანთელს ვანთებთ მსოფლიოს გადასარჩენად. მართალია, როცა ამბობენ, რომ როცა გჭირდება და განსაცდელში ხარ მაშინ მიდიხარ უფლის სახლში, მაშინ მიდიხარ ხატებთან მუხლებზე ეგები და ევედრები ღმერთს, რომ დაგიცვას, დაგიფაროს. ჩვენ გავიაზრეთ რეალობა და გავიგეთ რაშია ჩვენი ძირითადი პრობლემები.

ამრიგად, შესაძლებელია ეს ერთგვარი გამოცდა ყოფილიყო ქვეყნებსა და ადამიანებს შორის, რომელიც დაგვანახებდა ჩვენს დადებით და უარყოფით მხარეებს.                                          

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა პროფესიული დღესასწაული ღვაწლმოსილ მასწავლებელს მიულოცეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება