სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოძალადე სიჩუმე, შენგან დაუკითხავად შემოჭრილი, მონსტრია“ -  გაეცანით კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის ჩანაწერს
14-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ნინი შაქარიშვილმა კორონავირუსის გამო დასადგურებულ სიჩუმეზე ჩანახატი დაწერა. მოსწავლის სათქმელს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

                                                                                 
სიჩუმე გარკვეულ შემთვევაში სასურველიცაა და აუცილებელი, იგი საოცარ გარემოს ქმნის. საყვარელია ციჩუმე თავად თუ მიილტვი მისკენ, როცა კითხულობ, მარტოს თუ გიყვარს ტელევიზორის ყურება, ან ინტერნეტში ეკონტაქტები ახლობელს.

ბუნების მშვენიერებით ტკბობასაც უყვარს სიმშვიდე.

სიჩუმე მშვენიერია შეყვარებული წყვილებისთვის, სიჩუმე იდეალურია საკონცერტო დარბაზებში, აქ მოლოდ მუსიკაა, მუსიკის ჰანგები უნდა არღვევდენ იდილიას...

მაგრამ, მოძალადე სიჩუმე,  შენგან დაუკითხავად შემოჭრილი, ოჯახში, შენს ურთიერთობებში და რაც მთავარია შენს სულში მონსტრია და მეტი  არაფერი.

თავზარი დაგვცა ,,კორონავირუსმა’’ , ერთმანეთს დაგვაშორა, ურთიერთობები შეგვაწყვეტინა. შიში, უნდობლობა, შინ ჩაკეტილობა მოგვიტანა იმ ერს, რომელსაც ეზოში მოსული მტერიც  კი მოყვრად მიგვაჩნდა. დღეს კი ქართველი კაცი მოყვარესაც ვერ უღებს კარს, ეშინია. 

რას იზამ? ვერ გაამტყუნებ. გამიგონია ,,სული მწარეა’’. 

ვერ მივდივართ, - გვერიდება, არ მოდიან, - ერიდებათ.

სიჩუმემ დაისადგურა...

სიჩუმე მეფობს: შიგნით, გარეთ, სოფელში, ქალაქში, ეზოებში, ქუჩებში...

ფრინველებიც გაჩუმდნენ ჩემს გასაგიჟებლად.

წიგნებს დავუმეგობრდი. საოჯახო ბიბლიოთეკაში ჩავიკეტე შთაბეჭდილების წიგნიც კი განვაახლე, მაგრამ...
დღიურის წერა დავიწყე, მალევე მივატოვე, რა უნდა დამეწერა ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს.

სიჩუმე უნდა გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. ინტერნეტს მივენდე, აქტიურად ჩავერთე ონლაინ რეჟიმში. ვეხმიანებოდი ყველა მონატრებულს, ვესიყვარულებოდი მასწავლებლებს, აქტიურად ვამზადებდი გაკვეთილებს.

ასე დავძლიეთ სიჩუმე.

რას იზამ განა მარტო ჩვენ? არა ამ უხილავმა მტერმა მსოფლიო დააშინა, შეაჩერა, გააჩუმა. რა იქნება ხვალ? ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ იმედიანი ერი ვართ. ჭირს არ ვუშინდებით.

მე თავისუფალი ადამიანი ვარ რეალურ ცხოვრებას ადამიანებთან რეალურ ურთიერთობებში ვხედავ. დღეს ბოდიშს ვიხდი, ხვალ ყველა ერთმანეთს თამამად ჩამოვართმევთ ხელს და ჩვენი შეძახილი: ,,გიყვარდეთ კაცნო, ერთმანეთი’’  სიჩუმეს უკან დაახევინებს ,, კორონას’’ კი კუდამოძუებულს იქეთ გაუშვებს, საიდანაც მოვიდა. 

სიცოცხლეს გაუმარჯოს!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება