სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თუ აქამდე ადამიანი იყო სამყაროს მმართველი, დღეს თავად სამყარომ დაგვიმონა“ - გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანაწერი
13-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთა ბაღიშვილი კორონავისის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატით ეხმაურება. გაეცანით, მოსწავლის საინტერესო ნაშრომს: 

„საოცარია ცხოვრება, მოულოდნელობითა და თავგადასავლებით სავსე, ჩემი ჩვეული ცხოვრება, რომელიც დილის 8 საათზე სკოლისთვის მმზადებით იწყებოდა, ერთ დღეში შეიცვალა. თითქოს სამყარო შეჩერდა, საათის ისრებიც გაჩერდნენ. თუ აქამდე ადამიანი იყო სამყაროს მმართველი დღეს თავად სამყარომ დაგვიმონა და ვზივარ ასე, ჩემი საყვარელი მეგობრების, მასწავლებლებისა და რეალობისგან მოშორებით, ღრმა ფიქრებს მინდობილი. არ მაქვს უფლება ადამიანებთან ურთიერთოს, მათთან საუბრის, ჩახუტების, ირგვლის მხოლოდ სიჩუმეა, რომელიც, რაც დრო გადის მით უფრო მეტს მასწავლის და მასში უფრო ვიძირები. სიჩუმეში მახსენდება ყველა ტკბილი მოგონება, ჩემი უდარდელი ლაღი დღეები, რომლებსაც მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ვატარებდი.არასდროს გამომიცდია მონატრების განცდა და რას წარმოვიდგენდი თუ ასეთი მტკივნეული იქნებოდა. ამ სიჩუმეში ბუნდოვნად იხატება ის წუთები, სადაც თურმე ყველაზე ბედნიერი ვიყავი და არ ვაფასებდი. ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულმა, მხოლოდ ახლა გავაანალიზე, თუ რას გრძნობენ ცხოველები, რომლებიც ჩვენი სიამოვნებისთვის წლობით იტანჯებიან გისოსებს მიღმა.                                                           

და მაინც... რა მასწავლა სიჩუმემ? ყველაზე დამღლელი სიჩმის დახმარებით მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების თითოეული წუთიც კი, რომ დავაფასოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, გავსცეთ უფრო მეტი სიკეთე და სიყვარული, დავაგროვოთ ბევრი სულიერი სიმდიდრე, რადგან ამ სამყაროში ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ხვალ დღევანდელზე უკეთესი დღე გათენდეს.ალბათ ცხოვრებაში ესეც უნდა გამოსცადო, რათა დააფასო ის, რაც გაქვს.რადგანაც უსასრულო ამქვეყნად არაფერია, მჯერა, რომ მალე დასრულდება ეს ხმაურიანი და დამთრგუნველი სიჩუმე და როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება ჩვენ ისევ შევიყრებით  და სამყაროს გასაგონად ვიყვირებთ, ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება