სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თურმე ცისარტყელასავით ფერადი ყოფილა, სკოლაში გატარებული თითოეული დღე“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი 
13-04-2020
-
+


მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - etaoni.ge-ს მიერ შეთავაზებულ თემას ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ანთაძე საკუთარი ჩანახატით ეხმიანება. 

ჩვენ მოსწავლის მიერ გადმოცემულ სათქმელს უცვლელად გთავაზობთ:
                                                             
                                                           მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ. . .

„თურმე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით ყოველდღიურობა არ ყოფილა. ის კი რასაც დღეს ვაკეთებთ ყოველდღიურობაა. ის წამები, რომლებიც თვალის დახამხამებაში გარბოდა, ახლა თვალწინ მიდგას, როგორც დაუვიწყარი წუთები წარსული მოგონებებიდან. სკოლაში გატარებული თითოეული დღე, რომელიც ერთფეროვანი გვეგონა, თურმე ცისარტყელასავით ფერადი ყოფილა. ნათელი, კაშკაშა, სპეტაკი, სახალისო. თითოეული წუთი რაღაც სიახლესთან იყო დაკავშირებული, თუნდაც იმის განცდა, რომ დავალება არ გეწერა და ცდილობდი მასწავლებელს ეს ვერ გაეგო. მენატრება მანდატურების ორიგინალური ფრაზები გაკვეთილიდან გარეთ გამოსვლის დროს რომ მეუბნებოდნენ.  როგორ მენატრება ის ხმაურიანი დღეები, სკოლაში რომ ვატარებდი.

ვირუსი, რომლის წინაშეც ყველა და ყველაფერი უძლურია, მიწაზე დაგვცა და გვითხრა, რომ მთავარი აქ ის არის. პანდემია, რომელიც არავის წინაშე არაა გულგრილი და ყველას  საკუთარ ,,შვილად’’ აღიქვამს. გრიგალივით შემოერტყა დედამიწას და ნელ-ნელა ობობას ქსელში გვახვევს, რისგანაც თავის დახსნა ძალზედ ძნელია. ვირუსი, რომელმაც დაგვანახა, რომ სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორია, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ადამიანები კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ. სიცოცხლისთვის ბრძოლაა საჭირო, ამ ბრძოლაში არ არსებობს შესვენება, განსხვავებული მხოლოდ ეპოქა და ბრძოლის წესებია. 

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ რეჟიმში მომიწევდა სწავლა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მიზანი და შედეგი. მიზეზი ნათლადაა წარმოჩენილი თითოეული ჩვენგანისთვის, მიზანი მოსწავლეების სწავლის დონის შენარჩუნებაა და შედეგი… ამაზე ჯერ ადრეა საუბარი.

როგორც ყოველთვის, ახლაც ვიტყვი, რომ სკოლა არ იყო მხოლოდ განათლების მიღების აუცილებელი წყარო. ეს ბევრმა ფაქტმა დაგვიმტკიცა. მიუხედავად  დისტანციური სწავლებისა, რაღაც მაინც გვაკლია. ეს რაღაც ახალისებდა თურმეც ჩვენს ცხოვრებას, ეს რაღაც ხდიდა ყოველ დღეს განსხვავებულს. ეს რაღაც მეგობრები, მასწავლებლები და ის ახლობელი ადამიანები ყოფილან,  ვისთან ერთადაც დროს ვატარებდით. მენატრება, ყველაფერი რასაც აქამდე ვაკეთებდი, მენატრება სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ნელ ტემპში. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება იმ ადამიანების გარეშე ვინც მიყვარს, ვისთვისაც თავს გავწირავ. მეგობრის სითბო მენატრება, მენატრება მათთან ერთად სიცილი. 

იცით, ამ ერთ თვეში ბევრ რამეს მივხვდი. არაფერია იმაზე კარგი იყო მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან და უბრალოდ მათ თვალებში უმზერდე. ერთ თვიანმა განშორებამ მასწავლა ბედნიერების ფასი, მივხვდი რისთვის ღირს ბრძოლა.  ახლა მივხვდი, რამდენი დღე მაქვს დაკარგული ტყუილად, როცა შემეძლო რამე ღირებული გამეკეთებინა. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ვნახო ადამიანების კმაყოფილი სახეები, რომლებმაც უთხრეს არა სიკვდილს. ვიბრძოლებ, რომ ავინაზღაურო  ერთ თვიანი სიჩუმე. ვიბრძოლებ, რომ ავინაზღაურო ერთ თვიანი მარტოობა. იყავი ის ადამიანი ვის სახესაც მე დავინახავ და მხოლოდ ახლა, ნუ გახვალ გარეთ. დარჩი სახლში და საბოლოოდ ერთად აღვნიშნოთ მომაკვდინებელ ვირუსზე გამარჯვება. ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში და ვიტყვით: ,,დიახ, ჩვენ ეს შევძელით!“ . მოუთმენლად ველი ამ მომენტს. დაელოდე შენც. ყველაფერი ახლა იწყება“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება