სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ცხოველმა დაკბინა ან დაკაწრა - პირველი ნაბიჯები
03-08-2017
-
+


ცოფი მომაკვდინებელი დაავადებაა. მისი წამალი არ არსებობს. თუ ის ადამიანს ან ცხოველს შეეყარა, ვეღარაფერი უშველის. იხოცებოდნენ კიდეც საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე ლუი პასტერმა ცოფის ვაქცინა არ შექმნა.

უკანასკნელ ათწლეულებში იმუნიზაციის მეთოდები დაიხვეწა. შეიქმნა ახალი ტიპის ვაქცინა და ორმოცდარვაინექციიანი კურსის ნაცვლად ახლა ხუთინექციანიც საკმარისია.

საქართველოში ამ მიდგომის პიონერი მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გოგიძე გახლავთ.

ბატონო თიმურაზ, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ცხოველმა დაკბინა ან დაკაწრა?


- ნაკბენი თუ ნაკაწრი საპნიანი წყლით უნდა დამუშავდეს და არა იოდით ან სპირტით. ის ფაქიზად უნდა ჩამოვიბანოთ საპნიანი წყლით, რომელსაც ცოფის ვირუსის განეიტრალება შეუძლია. ცოფის ვირუსი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია, ყინვაში, მაგალითად, 700 დღე  ცოცხლობს, ჭრილობის ზედაპირზე კი - სამი დღე. ამიტომ სასურველია, ის სასწრაფოდ მოვაშოროთ სხეულს. სწორედ ამაში გვეხმარება ჩამობანა. ვირუსი ნაკბენის გარშემო რომ არ მოითესოს, ქირურგი რაბიოლოგები ვცდილობთ, თუ შემთხვევა განსაკუთრებული არ არის, ამ სამი დღის განმავლობაში არ გავკეროთ ჭრილობა და კიდეების მარტივ შეერთებას დავჯერდეთ, სამი დღის შემდეგ კი სრულფასოვან აღდგენით ოპერაციას ვატარებთ.

ვირუსის სიცოცხლისუნარიანობის საბუთად ერთ სამწუხარო ამბავს გავიხსენებ. ზამთარში ბავშვს ცოფიანმა ძაღლმა უკბინა და პალტოზე ღილი ააგლიჯა. დაკბენილს ვაქცინაცია ჩაუტარეს და გადარჩა. სამაგიეროდ, გარდაიცვალა დედა, რომელსაც ძაღლი თვალითაც არ უნახავს - მხოლოდ ღილი დააკერა პალტოზე და ძაფი კბილებით გაწყვიტა.

ნაკბენის, ნაკაწრისა თუ ნადორბლის ჩამობანის შემდეგ დაზარალებულმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ქირურგ რაბიოლოგს. მოზრდილებს ვაქცინას მხარზე (დელტისებრ კუნთში) ვუკეთებთ, ხოლო ორ წლამდე ასაკის ბავშვებს (ასეთ ასაკობრივ ზღვარს გვთავაზობს ახალი გაიდლაინი, ნაცვლად ადრე დაწესებული ხუთი წლისა) - ბარძაყის კუნთის წინა გვერდითა ზედა ნაწილში. დუნდულა კუნთში ვაქცინის შეყვანა აკრძალულია.

ნაკბენის მკურნალობის დროს ცოფთან ერთად აუცილებელია ტეტანუსის პროფილაქტიკაც.

წყარო: ჟურნალი „ავერსი’’ 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება