სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდემდე შეგიძლიათ საგამოცდო ქალაქის შეცვლა მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციისას? - აპლიკანტებს „ნაეკი“ პასუხობს
20-04-2020
-
+


მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. შესაბამისად, განაცხადის შეტანა აქტიურ ფაზაშია და თანდათან იმატებს ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალებისადმი ინტერესიც. 

მას შემდეგ, რაც არდადეგები გახანგრძლივდა და სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, ბევრი მოქალაქე რეგიონში წავიდა. ამასთან, ჯერჯერობით დაუზუსტებელია გაგრძელდება თუ არა საგანგებო რეჟიმი 21 აპრილის შემდეგაც. შექმნილი მდგომარეობა კი გამოცდაზე გასვლის მსურველების დაბნევას იწვევს. მათ არ იციან გამოცდის დროს ისევ რეგიონში მოუწევთ ყოფნა თუ უკვე დედაქალაქში იქნებიან  დაბრუნებულები. 

„არ ვიცი საგამოცდო ქალაქი როგორ მივუთითოთ. არ ვიცით, ზაფხულამდე გამოსწორდება ყველაფერი და თბილისში ჩამოვალთ თუ ისევ აქ მოგვიწევს დარჩენა. თუ არ ჩამოვედით, მაშინ რეგიონში ჩაბარება სჯობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ ვიცით შეგვეძლება თუ არა საგამოცდო ქალაქის შეცვლა“ - აღნიშნავს ერთ-ერთი აპლიკანტი. 

რადგან აღნიშნულ საკითხზე ჩვენ არაერთი აპალიკანტისგან მივიღეთ შეკითხვები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შემდეგი კითხვით მივმართეთ:  

მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს, როდემდე აქვთ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობა? - ამ კითხვაზე საგამოცდო ცენტრში გვიპასუხეს:

„მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო ქალაქის, ისევე როგორც სხვა ინფორმაციისა და მონაცემების შეცვლის უფლება 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, ისინი განაცხადში ცვლილებას ვეღარ შეიტანენ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება