| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სპეციალური კურსი შეიქმნა, რომელიც პილოტირების რეჟიმში 4 პროფესიული სასწავლებლისა და 6 საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა.
კურსი იყო ინოვაციური მიდგომა და ითვალისწინებდა სკოლის მოსწავლეების ვიზიტებს (ორი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ) პროფესიულ სასწავლებლებში და ადგილზე მინიმუმ ორი განსხვავებული პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას. პროცესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად შეეცვლათ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისა და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიების მიმართ, დაეუფლნენ ელემენტარულ უნარებს მებაღეობის, ცხოველების მოვლის, კულინარიის, ხეზე მუშაობის და სხვა მიმართულებით. მოსწავლეები თვლიან, რომ პროცესი იყო სახალისო და საინტერესო.
ახალ ინიციატივას მიეძღვნა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების განვითარების კურსების პილოტირების შედეგების გაცნობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნული მეთოდოლოგიის უფრო მასშტაბურად დანერგვის საკითხებზე მუშაობს, სადაც თავად სკოლებსაც მიეცემათ საშუალება განუვითარონ მოსწავლეებს შრომითი უნარები და მიაწოდონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექტორი ნათელა ნერსესიანი, რომელიც ახალგაზრდების დიდი მხარდამჭრი და გულშემატკივარია