სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რა მასწავლა COVID-19-მა? - გაეცანით კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ჩანახატს
09-04-2020
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სსიპ კვახჭირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა თინათინ ყუფარაძემ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა. 

etaloni.ge მასწავლებლის საინტერესო ნააზრევს უცვლელად გიზიარებთ: 
 
ისტორის მანძილზე, ჩვენი პლანეტის მოსახლეობას ინფექციური დაავადებების მთელ რიგ ეპიდემიასა თუ პანდემიასთან მოუწია გამკლავება. ყოველ საუკუნეში ადამიანი ახალი გამოწვევების წინაშე დგას .კაცობრიობამ გადაიტანა პირველი, მეორე მსოფლიო ომები, მასშტაბური ადამიანური რესურსის დანაკარგი.როდესაც ადამიანი ასეთ ფაქტებს, როგორც ისტორიას ისე კითხულობს ბოლომდე ვერ აღიქვამს იმ რეალობას, რა რეალობაშიც უწევდა იმ დროს ადამიანს ცხოვრება და პრობლემებთან გამკლავება.

COVID-19 კაცობრიობის ვერაგი და უხილავი მტერია, ამ ვირუსმა გამახსენა ესპანური  გრიპი -ისპანკა, „ისპანკამ“ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთელი ევროპის მოსახლეობა მოიცვა. 1918 წლიდან, კაცობრიობის ისტორიაში, ის ერთ-ერთ ძლიერ პანდემიად ითვლება. მაშინ, როდესაც ჯერ არც ვაქცინა იყო და არც ანტიბიოტიკები, მხოლოდ იზოლაცია და პერსონალური ჰიგიენა რჩებოდა ესპანური გრიპის გავრცელების საწინააღმდეგო ეფექტიან მეთოდად.

COVID-19-მა შეცვალა ჩემი წარმოდგენები ისეთ ზე-სახელმწიფოებზე, როგორებიც არიან აშშ, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი... ძნელად წარმომედგინა, რომ ისინი უძლურები იქნებოდნენ ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში, მე მწამდა, მათი სამედიცინო შესაძლებლობების, რესურსების, ტექნიკური მიღწევების, კვლევების, ვერ წარმომედგინა 21-საუკუნეში თუ იქნებოდა შესაძლებელი კაცობრიობა დამდგარიყო მსგავსი დილემის წინაშე და ყოფილიყო  ჩიხში. დაპაუზდა მსოფლიო, ცხოვრება, შეიცვალა წარმოდგენები, კოსმოსიდან დავეშვით მიწაზე, შევეჯახეთ მწარე რეალობას, გვიჭირს, უჭირს მთელ მსოფლიოს, ალბათ ვისჯებით იმ ცოდვების, უსიყვარულო ცხოვრების გამო, ვაქციეთ უფალს ზურგი, დავივიწყეთ ჭეშმარიტი გზა, დაგვავიწყდა ერთმანეთი... და, ყოველივე ამის ფონზე, როგორ იბრძვის ჩვენი პატარა ქვეყანა, ძალ-ღონეს არ ზოგავს გადაარჩინოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, არ ძინავს ექიმებს, ჯარს, პოლიციას, ზრუნავენ ჩვენზე, ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან, რამდენადაც ეს შესაძლებელია ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, ჭირსა და ლხინში, ახლა ერთიანობის და თანადგომის დროა.

COVID-19-მა, როგორც მასწავლებელს მასწავლა შემდეგი; ვიმუშავო დისტანციურად,ვარ გაუჩნდეთ მოსწავლეებს შიშის და დაუცველობის განცდა, მობილიზდნენ ჩაერთონ  ვირტუალურ საგაკვეთილო სივრცეში, განახორციელონ საინტერესო აქტივობები ( მეტი სიმწვანე ჩვენს ირგვლივ, სიცილი გადამდებია, მეტი დრო მშობლებს...) და პროექტები სახლის პირობებში, იყვნენ ინიციატორები და სხვებსაც გადასცენ საკუთარი იდეები.

COVID-19-მა, როგორც მშობელს მასწავლა დავძლიო შიში, გამოვიჩინო მაქსიმალური სიფრთხილე, გავამხნევო და შევუქმნა სამ მცირეწლოვანს მყუდრო გარემო, სადაც გახალისდებიან, დაკავდებიან საინტერესო და სახალისო აქტივობებით.

COVID-19-მა, როგორც ოჯახის ახალგაზრდა წევრს, მასწავლა მეტი გაფრთხილება უფროსი ასაკის ადამიანებთან მიმართებაში, მათი სახლის პირობებში იზოლაცია და ყველა აუცილებელი პირობის დაკმაყოფილება.

COVID-19-მა, როგორც საქართველოს მოქალაქეს მასწავლა, კარანტინის წესების დაცვა, დისტანცია, სხვებზე ზრუნვა, მაქსიმალური იზოლაცია სახლის პირობებში. არ უნდა მეშინოდეს იმ სიჩუმის, რომელიც ჩვენს ირგვლივაა,მეტი გამძლეობა, ეს ხომ წარმავალია,დრო სჭირდება და მოთმინება ისევ  ჩვენი კეთილდღეობისთვის, მასწავლა ვაკეთო კარგი საქმე, შევიტანო თუნდაც მცირე წვლილი  საერთო ფონდში და ვებრძოლო კორონას.

ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გადავრჩებით!

მწამს, ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით და  სიყვარულით!“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“

მასწავლებელთა ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

ინგლისური ენის ტესტი დღეს არ გამოქვეყნდება - როდის ნახავენ აპლიკანტები გამოცდაზე მოსული საკითხებს 

მასწავლებელთა გეოგრაფიის გამოცდაზე გამოუცხადებლობის რეკორდული მაჩვენებელი და უცხოური ენების ტესტირების სტატისტიკა

რომელ რეგიონებში გამოაცხადა მანდატურის სამსახურმა ვაკანსიები და რა პოზიციებზე - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს

ღონისძიება სავსე იყო სიხარულით, მადლიერებითა და თბილი ემოციებით

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება