სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
28-07-2017
-
+


24 ივლისს ერთ-ერთი მედია საშუალებით განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის მუშაობის გამჭირვალობასა და ზოგადად ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები. ამის არგუმენტად გამოყენებულ იქნა ცენტრის ბენეფიციარის, გიორგი სალუქვაძის ტელე ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ  „ამ მომენტისთვის ჩემზე არის დახარჯული 108 000 დოლარი და მაკლდება სულ რაღაც 15 000 დოლარი, რომ შევუდგე ჩემს საქმიანობას. შენს საზღვარგარეთ ყოფნაში იხარჯება ამხელა თანხა და რაში? არაფერში, ანუ მისია შეუსრულებელია“.

ამის პასუხად ცენტრი წარმოგიდგენთ ა.შ.შ.-ს სან-ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიის უნივერსიტეტის (Academy of Art University) მიერ გაცემულ საბუთს, სადაც გარკვევით იკითხება, რომ გიორგი სალუქვაძეს 2017 წლის 27 მაისს  უკვე მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. 


გვსურს განვმარტოთ, რომ როდესაც  გიორგი სალუქვაძე სწავლის ვერ დასრულების მიზეზით, ცენტრის ბიუჯეტიდან ითხოვდა მის სწავლასა და საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის სამი წლის მანძილზე უკვე გადარიცხულ 108 000 დოლარზე, დამატებით 15 000 დოლარს, ამ მომენტისთვის, მას სწავლა  დასრულებული და მაგისტრის ხარისხი მინიჭებული ჰქონდა. 

ცენტრი გაივლის იურიდიულ კონსულტაციას, რათა სწორი შეფასება მიეცეს ზემოთ აღნიშნულ ქმედებებს და დადგინდეს,  იყო ეს  დამატებითი თანხის გამოძალვის მცდელობა, თუ ცენტრის სახელის დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის სურვილი.

პარალელურად, ცენტრი აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს კულტურისა  და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რათა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გიორგი სალუქვაძეს ხარისხის მიღებიდან 6 თვის ვადაში შესთავაზოს დასაქმება საქართველოს მასშტაბით  შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება