სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკური ანალიზი
27-07-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების შედეგები და სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

შარშანდელის მსგავსად, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს.

წელს ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებული 35 496 აბიტურიანტიდან 34 256 გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში. ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,91%-მა.


ზოგადი უნარების გამოცდაზე დაფიქსირებული საშუალო ქულა დაახლოებით 38,22-ია, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებელი 37,38 იყო.

აღსანიშნავია, რომ 80 ქულა (ზოგადი უნარების მაქსიმალური ქულა), წინა წლის მსგავსად, წელსაც არც ერთ ვარიანტში არ დაფიქსირებულა. ოთხივე ვარიანტში დაფიქსირებული მაქსიმალური შედეგია 79 ქულა, რომლის აღებაც 8 აბიტურიენტმა შეძლო. (პირველ და მესამე ვარიანტებში თითო-თითო 79 ქულა დაიწერა, ხოლო მეორე და მეოთხე ვარიანტებში - სამ-სამი).

ზოგადი უნარების გამოცდაში მესამე ვარიანტი დასახელდა ყველაზე რთულად, ამიტომ ამ ვარიანტის გამსვლელი ქულა იქნება 21. დანარჩენი სამი ვარიანტისთვის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო 24 ქულა და მეტი.

დანარჩენ საგნებში აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტომდე გაგრძელდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება