სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვეს
25-07-2017
-
+


ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი - ასეთი შედეგით დაბრუნდა დღეს მოსწავლეთა ექვსკაციანი გუნდი მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ბრაზილიაში, კერძოდ, რიო დეჟანეიროში გაიმართა. ასეთი შედეგი უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის განათლების ისტორიაში.

მათემატიკის ოლიმპიადაში 615 მოსწავლე მონაწილეობდა მსოფლიოს 111 ქვეყნიდან, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მე-12 ადგილი (აქამდე საუკეთესო შედეგი 25-ე ადგილი იყო) დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი მე-5 ადგილზე გავიდა, რაც ასევე უპრეცედენტო და საუკეთესო შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-9 კლასელი ნიკოლოზ ბირკაძის შედეგი, რომელმაც, უფრო მაღალი კლასისთვის განკუთვნილ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, გაიარა შესარჩევი ტურები, პირველად წარსდგა მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

გაიცანით მედალოსნები: ოქროს მედალოსანი - ალექსანდრე საათაშვილი (კომაროვი, მე-12 კლასი); ვერცხლის მედალოსნები - საბა ლეფსვერიძე, ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვი, მე-11 და მე-9 კლასი); ბრინჯაოს მედალოსნები - ირაკლი შალიბაშვილი, დავით თათოშვილი (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), დავით ხვედელიძე (კომაროვი, მე-10 კლასი).

გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ლიდერი გიორგი ჭელიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, თანალიდერი გივი ნადიბაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი; ასისტენტი უშანგი გოგინავა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.

ამავე დღეს დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები გუნდი ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ინდონეზიაში კერძოდ, ქალაქ ჯოკიაკარტაში გაიმართა. ოლიმპიადაში მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც ასევე ძალიან კარგი შედეგია გასულ წელთან შედარებით. ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი გრიგოლია, გელა პატაშური (კომაროვი, მე-12 კლასი) და ზურაბ ჯაში (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი).

გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - გიორგი დალაქიშვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი, ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ასისტენტი მიხეილ გაბესკირია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები
ლექციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე
 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს თემატური სიტყვები, მონოლოგები, ლექსები, ინსცენირებები
 
„ასეთი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კითხვის, წერის, აზრის გამოთქმის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარებს“
 
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება