სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებს ექსპერტები შინაარსობრივი და ტექნიკური თვალსაზრისით დაეხმარებიან და ციფრული დავალებების საჯარო ბანკს შექმნიან
01-04-2020
-
+


„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლები მომზადებული დახვდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის წინაშე დამდგარ გამოწვევებს. მხარდამჭერთა ჯგუფების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები შეიარაღდნენ Microsoft Office 365-ის პროდუქტების ცოდნით, რაც მათ საშუალებას აძლევს სწავლა-სწავლების პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანონ ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში.",- ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში მოსწავლეების მთავარ საქმიანობად იქცა ე. წ. „კომპლექსური დავალებების“ შესრულება, რომლებიც მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტების შექმნას. კომპლექსური დავალებები მიმზიდველია ნებისმიერი მოსწავლისათვის, რადგან მათი შექმნის პროცესში ბავშვები ფიქრობენ საგნობრივ საკითხებზე და ამ გზით იძენენ საგნობრივ ცოდნას. ამგვარი მიდგომა მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს.

კომპლექსური დავალებები და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ორ მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს: საკლასო ოთახს მიღმა დარჩენილი მოსწავლეები სახლის პირობებში სასიამოვნოდ აგრძელებენ ცოდნა-გამოცდილების გამდიდრებას; დისტანციური გაკვეთილების დროს საკუთარ ნამუშევრებს, ნააზრევსა და ნაფიქრალს უზიარებენ ერთმანეთს და მასწავლებლისგან იღებენ უკუკავშირს.

„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარდამჭერი ჯგუფის წევრები აპრილიდან აქტიურად იმუშავებენ რეფორმაში მონაწილე საჯარო სკოლებთან როგორც დისტანციური სწავლების პრაქტიკის დახვეწის კუთხით, ასევე გამოცდილების სხვა სკოლებთან/მასწავლებლებთან გაზიარების მიმართულებით. სახელდობრ, კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტები, მათი ასისტენტები, ტექნოლოგიების ექსპერტები და საგანმანათლებლო ლიდერობის ექსპერტები:

  • დისტანციური სწავლების პროცესში პედაგოგებს ფასილიტაციას გაუწევენ;
  • აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში გააციფრებენ კომპლექსურ დავალებებს და შექმნიან ციფრული დავალებების ბანკს, რაც საჯაროდ გამოქვეყნდება პორტალზე EL.GE. მიღებულ პროდუქტებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებით მოხდება სასკოლო სასწავლო გეგმების თემატური ერთეულების გაუმჯობესება;
  • დისტანციური სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებით შეიმუშავებენ მეთოდოლოგიურ გზამკვლევებს;
  • დაეხმარებიან პედაგოგებს როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით განმავითარებელი შეფასების ელეტრონულ ფორმატში წარმოებაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტების გამოყენებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება