სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''საშუალო სირთულის კითხვები იყო. საკმაოდ ბევრი შეძლებდა თავის გართმევას'' - აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აფასებენ
25-07-2017
-
+


აბიტურიენტებმა სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩააბარეს. 

საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა.

მეორე სესიაზე კი მაგისტრანტობის მსურველები ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის გამოცდას ჩააბარებენ (ტესტის ტიპი: B).

როგორ აფასებენ აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას: 

''სულ, თუ არ ვცდები, 24 კითხვა იყო და ძირითადად ანალიზზე. საკმაოდ მარტივად ჩავაბარე სამოქალაქო განათლების გამოცდა.''  

''მე, პირადად, არ გამიჭირდა ამ გამოცდის ჩაბარება. ძალიან საინტერესო და საკმაოდ მარტივი გამოცდა იყო.''  
 
''საშუალო სირთულის გამოცდად შევაფასებდი სამოქალაქო განათლების გამოცდას. საკითხები რაც მახსოვს, ესენია: კონსტიტუცია, ქრონოლოგიურად დასალაგებელი დავალება და დასაწერი თემები.''   
 
''საშუალო სირთულის კითხვები იყო. საკმაოდ ბევრი შეძლებდა თავის გართმევას. დიაგრამების მიხედვით უნდა დაგვეწერა პასუხები, ასევე ტექსტის შევსება და შეცდომების გასწორება იყო. სხვა საკითხები არ მახსენდება.''   
 
''ძირითადად მედია საშუალებებზე იყო საკითხები. მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია მედიის მიერ გადმოცემული ინფორმაცია საზოგადოებისთვის. ასევე იყო ილუსტრაციები და მსჯელობები. საერთო ჯამში საშუალო სირთულის გამოცდა იყო.''  
 
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პირველ სესიაზე აბიტურიენტები გამოცდას ფიზიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩააბარებენ. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება