სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დასრულდა - აპლიკანტთა შეფასებები
24-07-2017
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები დღეს - ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სპორტისა და მუსიკის გამოცდების ჩაბარებით დასრულდა. 

გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 68%-ზე მეტი გამოცხადდა. 

როგორ აფასებენ აპლიკანტები გამოცდებს:

‘’შარშანდელთან შედარებით ხელოვნების გამოცდა რთული იყო. წინა წლების ტესტებს როცა ვაკეთებდი, ასეთი კითხვები არ იყო. საკითხები იყო არქიტექტურაზე, ქრონოლოგიასა და ანალიზზე - საკმაოდ რთული გამოცდა იყო.’’

‘’ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ამ გამოცდებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. რა საკითხებიც ჩავაბარეთ არანაირი საერთო არა აქვს იმასთან, რასაც ვასწავლით.’’

‘’ხელოვნების მასწავლებელი ვარ. ზოგიერთი საკითხი მახსოვს, მაგალითად, სურათის ანალიზი, ქრონოლოგია.  უფრო სხვა რაღაცები მჭირდება გაკვეთილზე, ვიდრე ის, რასაც გამოცდაზე ვაბარებთ. რაც შეეხება ტესტების სირთულეს, შარშანდელთან შედარებით არ გართულებულა.''

‘'ძალიან რთული გამოცდა არ ყოფილა. საკითხები ქართულ არქიტექტურასა და მხატვრულ ანალიზზე იყო. იმდენად გადაღლილი ვარ, მხოლოდ ეს ორი მახსოვს. საგნის გამოცდები საჭიროა, რადგან მასწავლებლის კომპეტენციას ადასტურებს. პროფესიული უნარების გამოცდა კი ნამდვილად არ არის საჭირო.’’

‘’ნორმალური სირთულის ტესტები იყო. ამ გამოცდის ჩაბარებით განვლილ მასალას ვიმეორებთ, რაც ძალიან კარგია. საკითხებს რაც შეეხება, იყო როგორც დახურული, ასევე ღია კითხვები. საგნის გამოცდა ყველა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს.''

‘’არ იყო რთული კითხვები. ისეთი საკითხები იყო, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს და ამის დასადასტურებლად კი გამოცდა სულაც არ არის საჭირო. შიდა მონიტორინგი, დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს გამოცდა.’’


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება