სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

კომპანია ''გზამ'' ''ეტალონის'' ფინალისტს 4000 ლარიანი ფულადი პრიზი გადასცა - კომპანიის 12 წლიანი საქმიანობა და სამომავლო გეგმები
22-07-2017
-
+


24 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში 2016-2017 სასწავლო წლის ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალი გაიმართა. პირველ ცხრა ადგილზე გასული მონაწილისთვის ფულადი საჩუქრები კერძო კომპანიების დირექტორებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა დააწესეს.

მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეს 4000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი კომპანია ''გზამ'' გადასცა. 

''ეტალონი'' საუკეთესო პროექტია ქართულ ტელესივრცეში, ნამდვილ ეროვნულ საქმეს ემსახურება, მომავალი თაობისთვის უნიკალურ საშუალებას ქმნის. იგი უამრავი მოსწავლისთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო გაიღრმავონ ცოდნა და ინტელექტი,''- აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას კომპანია ''გზის'' ფინანსური მენეჯერი ჯიმშერ ზოიძე.

კომპანია ''გზა'' საქმიანობის 12 წლიანი ისტორიას ითვლის. ამ წლების მანძილზე მან არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი. 2005 წლიდან მოყოლებული შ.პ.ს.''გზა'' წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად ახორციელებს ყველა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტს. კომპანიის საქმიანობის დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე მის ფინანსურ მენეჯერს ჯიმშერ ზოიძეს ვესაუბრეთ:

- მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როგორც ვიცით, ყველა სახის სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებთ.

- შ.პ.ს. ''გზა'' ძირითადად ანხორციელებს ინფრასტრურქტურულ პროექტებს: გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა,  სანიაღვრე, საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცი-მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ვაწარმოებთ ბეტონს და ბეტონის ნაკეთობებს, საგაზო ფილებს, ბორდიურებს.

- ''გზამ'' არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი. ამ პროექტებზეც რომ გვესაუბროთ.

- შ.პ.ს. ''გზამ'' უმარავი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ერთერთი პირველი დიდი პროექტი გახლდათ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სარეაბილიტაციაო სამუშაოები,  სადაც ჩვენს მიერ გაკეთდა სრულიად ახალი ასაფრენი ბილიკი და თვითმფრინავების სადგომი, ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ჩვენ განვახორციელეთ შეიხის ქუჩის მშენებლობა და ამ ქუჩაზე მეგობრობის თაღის მონტაჟი. ბათუმის ერთერთი მთავარი გზაგამტარი ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია-მშენებლობა ასევე ჩვენს მიერ განხორციელდა.  გარდა ამისა. შ.პ.ს. ''გზამ'' შეასრულა ბათუმის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანესი ქუჩების: რუსთაველის, გოგებაშვილის, გორგილაძის, ჭავჭავაძე-აბუსერიძის, ტაბიძის რეკონსტრუქციის სამუშაოები. ასევე ძალიან ბევრი მეორადი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონის უამრავ სოფელში. ქედის რაიონში განხორციელდა ახალი საკანალიზაციო სისტემის მშებლობა, ხოლო ამჟამად  ჩვენ ვანხორციელებთ ქალაქ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, KFW და ბათუმის მერიის დაკვეთით ბათუმში ახალი საკანალიზაციო და წყლის სისტემების მშენბლობას KFW/BMZ /Batumi/PH-III.

- მსოფლიოს რომელ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობთ?

- KFW/BMZ /Batumi/PH-III. შ.პ.ს. ''გზა'' ანხორციელებს გერმანულ კომპანია ''ლუდვიგ-პფაიფერთან'' ერთად, გარდა ამისა საამშენებლო ტექნიკის შესყიდვის სფეროში, ვთანაშრომლობთ ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორებიცაა:  VOLVO, Hyundai, Samsung.

- რას თვლით თქვენს მთავარ უპირატესობად?

- ჩვენი მთავარი უპირატესობა არის უდიდესი გამოცდილება, მაღალი ხარისხი და სწრაფვა ამ ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისაკენ.

- ''ეტალონის'' ფინალში მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეს 4000 ლარიის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცით. 

- ''ეტალონი'' საუკეთესო პროექტია ქართულ ტელესივრცეში, ნამდვილ ეროვნულ საქმეს ემსახურება, მომავალი თაობისთვის ქმნის უნიკალურ საშუალებას თავიანთი ცოდნის გამომჟღავნების და კიდევ უფრო დახვეწის, იმისთვის, რომ ისინი გაიცნოს ფართო აუდიტორიამ და თავადაც უფრო უკეთ გაეცნონ სამყაროს. ''ეტალონი'' უამრავი ბავშვისთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო გაიღრმავონ ცოდნა და ინტელექტი.  დიდი მადლობა ამისთვის ამ პროექტის ავტორებს და  ყველა თანამშრომელს.

- რას იტყოდით თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებზე...

- შ.პ.ს. ''გზა'' გააგრძელებს არჩეულ კურსს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, კომპანიის საქმიანობის სფეროს კიდევ უფრო გაფართოებაზე, რაც თავისთავში გულისხმობს კომპანიის გაზრდას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ჩვენს რიგებში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

მშობლებს უფლება მიეცათ, სხვაგან დაამზადონ სასკოლო ფორმა - რომელი მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს გადაეცემათ უფასოდ სამოსი

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება