სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''გამოცდებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიცით საგანი, რომელსაც ვასწავლით'' - მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საგნის გამოცდას აფასებენ
21-07-2017
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება. დღეს უცხოური ენების, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები საგნის გამოცდის წერით ნაწილს აბარებდნენ. პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 67%-ზე მეტი გამოცხადდა.

რა ვითარებაში მიმდინარეობს გამოცდა და როგორ აფასებენ მას აპლიკანტები:

''კმაყოფილი ვარ ყველაფერით, როგორც საკითებით, ასევე გარემოთი. დამკვირვებლები ძალიან კეთილგანწყობილები და ყურადღებიანები არიან. ნახევრად ელექტრონული ფორმატიც ძალიან მოსახერხებელია. კომპიუტერის ცოდნას იმდენად ელემენტარულ დონეზე ითხოვს, რომ სირცხვილია, ამის არცოდნა. რაც შეეხება გამოცდას, საერთო ჯამში რთული არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წლებია მასწავლებელი ვარ, მაინც მოვემზადე გამოცდისთვის. მასწავლებელი სიახლეებს მუდმივად უნდა ეძებდეს, სწავლობდეს, რომ კომპეტენცია აიმაღლოს. ამიტომ ეს გამოცდები პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელია.''

''საშუალო სირთულის გამოცდა იყო. დღევანდელ გამოცდაზე  რა საკითხებიც შედიოდა, ვფიქრობ, ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს. ეს გამოცდები მნიშვნელოვანია,რადგან ახალ გამოცდილებას გვძენს.''

''მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია სკოლასთან შეხება არ მაქვს, მაინც გამიადვილდა. გამოცდის მიმდინარეობას რაც შეეხება, მოწესრიგებულად და კარგად ჩაიარა. ამ გამოცდებს ბევრი დადებითი მაქვს. მასწავლებელი გამოცდით ცოდნის მობილიზებას ახდენს, ემზადება, სულ ძიებისა და სწავლის რეჟიმშია. გარდა ამისა დანამატის შესაძლებლობას იძლევა, არის სხვა მასწავლებლებთან შეჯიბრის მომენტიც.''

''პირველი გამოვედი გამოცდიდან. საშუალო სირთულის საკითხები იყო. კმაყოფილი ვარ. ამ გამოცდებით ჩვენ ვამტკიცებ, რომ ვიცით ის საგანი, რომელსაც ვასწავლით.''

''საკმაოდ რთული გამოცდა იყო. შეიძლება იმოტომაც მერთულა, რომ დიდი გამოცდილება არ მაქვს. მხოლოდ წელიწადნახევარია, რაც სკოლაში ვასწავლი. მე ვაპირებ, არაქართულენოვან სკოლაში მუშაობას. ჩემთვის ამ გამოცდის ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს თავში დავრწმუნდე და შევაფასო ჩემი შესაძლებლობები. ესე იყო მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაზე, უნდა გაითვალისწინოს თუ არა მასწავლებელმა მოსწავლის შესაძლებლობები.''

შეგახსენებთ, რომ  მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 13 ივლისს დაიწყო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება