სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

ნიკოლოზ ქომეთიანი - 16 წლის წარმატებული სპორტსმენი ცაგერიდან
24-03-2020
-
+


სპორტი ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა კონკრეტულად ჭიდაობის სიყვარული ოჯახიდან მოდისო, - გაგვიმხილა. ნიკოლოზ ქომეთიანის მამა და ბიძაშვილები ფალავნები არიან და ალბათ სწორედ ამან განაპირობა ლეჩხუმელი ახალგაზრდის ლტოლვა ჩემპიონობისადმი.

ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და არაერთი წარმატებული შეჯიბრი აქვს ჩატარებული, თუმცა როგორც თავად ამბობს, მიზანი-მაქსიმუმი მსოფლიო ჩემპიონობა და შემდეგ ამ ტიტულის დიდხანს შენარჩუნებაა.

ამჟამად, შექმნილი ვითარების გათვალისიწინებით, ნიკა ცაგერშია - თბილისში ყველა ვარჯიში გადაიდო, ასევე გადაიდო შეჯიბრებები, მაგრამ ნიკას ვარჯიში არ შეუწყვეტია, სახლში ვვარჯიშობო, გვითხრა და ისიც გაგვიმხილა, რომ ერთი სული აქვს, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

-  გეგმები შემეცვალა, თბილისიდან ლეჩხუმში ჩამოვედი, ცაგერში ვვარჯიშობ, ვრჩები სახლში და ველი, როდის დაუბრუნდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს. სამწუხაროა, რაც ჩვენ თავს ხდება, გადაიდო სამბოსა და ქართული ჭიდაობის საქართველოს ჩემპიონატები... ჯერჯერობით არ ვიცი, რა და როგორ იქნება, თუმცა იმედია, ყველაფერი მალე და მშვიდობიანად დასრულდება.

- სპორტისადმი სიყვარული რამ განაპირობა?

- ბავშობიდან მიყვარდა სპორტი, მთელი ჩემი ოჯახი ჭიდაობითაა დაკავებული, მამაც, ბიძაშვილებიც და ამიტომ არცაა გასაკვირი ჩემი არჩევანი. ბაღის ასაკიდან ვჭიდაობ, მერე კი ნელ-ნელა მივაღწიე წარმატებებს, ახლა ძიუდოს ნაკრების წევრი ვარ, ჭაბუკებში.

- როგორც სპორტსმენს, ბუნებრივია, ხშირად გიწევთ სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილეობა და შესაბამისად, სკოლის გაცდენაც...

- სკოლას ხშირად ვაცდენ, თუმცა ჩემი სკოლა, დირექტორი და მასწავლებლები ყველანაირად მიწყობენ ხელს; და ასეთი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

- თანატოლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, ალბათ ეამაყებათ სახელოვან სპორტსმენთან მეგობრობა?

- ამ საკითხს ასე არ განვიხილავ, ისე კი, ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ლეჩხუმში, ასევე თბილისში და ეს ძალიან მახარებს.

- თანადგომა ახსენეთ და საინტერესოა, ადგილობრივი ხელისუფლება როგორ გამოხატავს მხარდაჭერას იმ ადამიანისადმი, რომელიც რეგიონს ქვეყნის მასშტაბით ასახელებს?

- ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია და ამას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ. მერიც, მოადგილეებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ არც ერთი შეჯიბრება არ გამოვტოვო, ხელს მიწყობენ და ჩემს მწვრთნელ ალექსი დავითაშვილთან ერთად, ცდილობენ, ბევრ წარმატებას მივაღწიო.

- მწვრთნელის როლი როგორია სპორტსმენის კარიერაში?

- სპორტსმენის წარმატება 90 პროცენტი სწორედ მწვრთნელზეა დამოკიდებული და როდესაც ალექსი დავითაშვილი გავარჯიშებს, ეს ორმაგი ბედნიერება და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

- და მაინც, ვინაა შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- ჩემი ოჯახი და განსაკუთრებით მამა.

- მამა გულშემატკივარია თუ კრიტიკოსი?

- უფრო კრიტიკოსია, შეცდომებზეც მიმითითებს, თუმცა ეს ყველაფერი სწორედ გულშემატკივრობის შედეგია და ზუსტად ვიცი, როგორ აბედნიერებს ჩემი ყოველი წარმატება.

- შეჯიბრებაზე, როგორც წესი, ყველაზე ემოციური მომენტი რომელია?  

- ყოველი ასპარეზობა ემოციური და საპასუხისმგებლოა, მახარებს ყოველი წარმატება და განსაკუთრებით ის მაბედნიერებს, როდესაც პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, შემდეგ ლეჩხუმი და მთელი ქვეყანა ამაყობს ჩემით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება