სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

შექსპირი, ედვარდ მუნკი და კიდევ სამი გენიოსი, რომლებმაც კარანტინში შედევრები შექმნეს
05-04-2020
-
+


კარანტინი - ეს არ არის მხოლოდ შფოთვისა და მოწყენილობის განაჩენი. არაერთმა გენიალურმა მწერალმა, მეცნიერმა და დრამატურგმა გვაჩვენა, რომ თვითიზოლაცია შემოქმედებით წარმატებაზე დადებითად აისახება. წარმოგიდგენთ ხუთ გენიოსს, რომლებმაც კარანტინში გატარებული დრო ყველაზე ნაყოფიერად გამოიყენეს.

უილიამ შექსპირი

მოსახლეობის გლობალური თვითიზოლაცია ადამიანებისთვის ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იყო ცნობილი. ასე რომ, უილიმ შექსპირის დროს, ეპიდემია ხშირი მოვლენა იყო, ისევე როგორც მისი შედეგები: ჩვეული ცხოვრების რიტმის მოშლა, სიკვდილიანობა და შიში. სწორედ იზოლაციის დროს დაწერა ცნობილმა ინგლისელმა დრამატურგმა ტრაგედია - „მეფე ლირი“.

1606 წელს ლონდონში შავი ჭირის აფეთქება მოხდა, რის გამოც თეატრები თითქმის ერთი წლით დაიხურა. უილიამ შექსპირი, რომელიც იმ დროს მსახიობი და დასის - „მეფის მსახურები“ წევრი იყო, სამუშაოს გარეშე დარჩა, მაგრამ უსაქმოდ არ დამჯდარა. კარანტინის დროს მან პიესები - „მეფე ლირი“, „მაკბეტი“ და „ანტონიოსი და კლეოპატრა“ დაწერა.

ისააკ ნიუტონი



1665 წელს ინგლისში ჭირის ეპიდემია კვლავ დაიწყო, მაშინ დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. იმ დროს ფიზიკოსი და მათემატიკოსი ისააკ ნიუტონი 23 წლის იყო. კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ის სწავლობდა, სასწავლო პროცესი გადაიდო. ნიუტონი ოჯახის მამულში დაბრუნდა და თვითგანათლებას მიჰყო ხელი.

სწორედ „შავი ჭირის წელიწადში“ ახალგაზრდა ნიუტონმა დაიწყო დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლების თეორიების შემუშავება, ასევე ჩაატარა ოპტიკური ექსპერიმენტები. ნიუტონმა ამავე პერიოდში შექმნა გრავიტაციის თეორიის საფუძვლები.

ედვარდ მუნკი


ახლა ყოველ ჯერზე, როდესაც ნამუშევრების სერიას - „კივილს“  შეხედავთ, თქვენდაუნებურად ვირუსთან ასოციაცია გაგიჩნდებათ. მისმა ავტორმა ედვარდ მუნკმა 1919 წელს „ესპანური გრიპი“ გადაიტანა. ამ გრიპის პანდემია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად არის აღიარებული.

ესპანური გრიპით 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მუნკი გადარჩა. როგორც კი მხატვარი მიხვდა, რომ შემოქმედების ძალა დაუბრუნდა. მან ავტოპორტრეტი დახატა. მასში ავტორი საავადმყოფოს საწოლის წინ სავარძელში ზის.

ტომას ნეში



ელისაბედ I-ის ეპოქის ინგლისელი პროზაიკოსი ტომას ნეში შექსპირის დროში ცხოვრობდა. შავი ჭირის აფეთქების დროს მწერალი საცხოვრებლად სოფლად გადავიდა, იქ მან თავისი ერთადერთი ჩვენს დრომდე მოღწეული პიესა დაწერა და მასში ეპიდემიის დროინდელი ცხოვრება აღწერა.

ჯოვანი ბოკაჩო



XIV საუკუნეში ფლორენციას თავს „შავი ჭირის“ ეპიდემია დაატყდა თავს და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. ჯოვანი ბოკაჩომ ეპიდემიას ტოსკანაში გაარიდა თავი. ამ პერიოდში მან დაწერა „დეკამერონი“- ნოველების ცნობილი კრებული. 

„დეკამერონში“ მოქმედება ფლორენციაში ხდება. ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებს. ათი ახალგაზრდა გადაწყვეტს, გაექცეს ჭირს და დრო ქალაქგარეთ, ვილაში გაატაროს. მეგობრები ერთმანეთს ისტორიებს უზიარებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება