სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სჯობს ტრენინგები ჩაგვიტარონ, ვიდრე ეს გამოცდები'' - მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდის შესახებ
19-07-2017
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება. გუშინ და დღეს მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებდნენ. დღევანდელ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 68% გამოცხადდა.

როგორ აფასებენ მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას, ამის შესახებ ჩვენ გამოცდიდან გამოსულ პედაგოგებს ვკითხეთ:

''ვისაც შეხება აქვს, არ უნდა გაუჭირდეს გამოცდის ჩაბარება. წინა წლების გამოცდებთან შედარებით, ჩემი აზრით, უფრო რთული, მაგრამ საინტერესო და მრავალფეროვანი საკითხები იყო.''

''ნუ გვაწვალებენ მასწავლებლებს, არაფერში არ გვჭირდება ეს გამოცდები, არც საგნის და არც პროფესიული უნარების. ვინც ამ გამოცდებს აბარებს, მათი ერთადერთი მოტივაცია ხელფასის გაზრდაა. ეს გამოცდები პროფესიულად არ გვზრდის, გამოცდებისთვის მომზადების პროცესი არავითარ სიახლეს არ გვაძლევს. ტრენინგებზე უფრო მეტ საინტერესო სიახლეს ვიცენობი, ვიდრე ამ გამოცდების მომზადებისას. ამიტომ სჯობს, სამინისტრომ რესურსები ტრეინინგების ჩატარებაზე დახარჯოს.''

''საგნის გამოცდას ვემხრობი, მაგრამ პროფესიული უნარების გამოცდას - არა. სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. ყველაზე კარგი იქნება, ტრენინგები გვიტარდებოდეს ხშირად და ყველას შეგვეძლოს ამ ტრენინგებში მონაწილეობა. როგორც იცით, ამ ტრენინგებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ყველა ვერ ვერთვებით.''

''საშუალო სირთულის გამოცდა იყო. ვფიქრობ, აუცილებელი არ არის პროფესიული უნარების დადასტურება, ზედმეტი მგონია. მასწავლებელი პრაქტიკაში პროფესიულ უნარ-ჩვევებს ისედაც იძენს, გაკვეთილზე ვერ შეხვალ, თუ ეს ყველაფერი არ იცი.''

''წინა წლების გამოცდებთან შედარებით, გართულებული იყო. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ეს გამოცდები რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებს-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ.  ამ კონკრეტულ თეორიებს ჩვენ გაკვეთილებზე ისედაც ვიყენებთ, უბრალოდ გაკვეთილზე არ ვარქმევთ, რომ ეს არის პიაჟე, უზნაძე და ა.შ. თუ სახელმწიფოს კარგი საგანმანათლებლო სისტემა უნდა, ჩემი აზრით, ტრენინგები უნდა ჩაატარონ. ამ თეორიების განხილვა ტრენინგებზე სჯობს.''

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამოცდით, პროფესიული უნარების გამოცდა დასრულდა. მასწავლებლების ნაწილმა აღნიშნული გამოცდა გუშინ ჩააბარა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება