სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დეტალური ინფორმაცია პროგრამა ''ასწავლე საქართველოსთვის'' კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის
17-07-2017
-
+


„ასწავლე საქართველოსათვის“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, დაწყებითი განათლების, ინგლისური ენის, ქართულისა და მათემატიკის სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

• ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;


• ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;


• ფლობდეს 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს

იხილეთ ვიდეორგოლი 

კონკურსი გამოცხადებულია სულ 19 ვაკანსიაზე. შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები 2017-2018 სასწავლო წლისთვის დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული რეგიონების საჯარო სკოლებში და უზრუნველყოფენ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად. 

შერჩეულ კანდიდატებთან შრომის ხელშეკრულება გაფორმდება 2017-2018 სასწავლო წლის ვადით. კონსულტანტ-მასწავლებელი ხელშეკრულების ვადის შესაბამისად მიიღებს სკოლის ხელფასზე დანამატს - 400-750-1000- ლარს. კონსულტანტ- მასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან.

შერჩეულმა მასწავლებლებმა არამარტო საგანი უნდა ასწავლონ, არამედ ხელი შეუწყონ არაფორმალურ განათლების დანერგვას, ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. 

პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge

ქიმიის კონსულტანტ-მასწავლებელი 

ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელი 

ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი 

მათემატიკის კონსულტანტ-მასწავლებელი 

ისტორიის კონსულტანტ-მასწავლებელი

ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი 

დაწყებითი განათლების კონსულტანტ-მასწავლებელი 

ბიოლოგიის კონსულტანტ-მასწავლებელი  


ლელა კოტორაშვილი - მასწავლებელი მაღალმთიანი რაჭის სოფლიდან


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსს შეუერთდნენ

​ის ჟიურის წევრების წინაშე ღირსეულად წარსდგა და განსაკუთრებული ოსტატობითა და ემოციურობით წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება