სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ყველა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის საკითხები, რაც გამოცდაზე იყო'' - აპლიკანტები კომპეტენციის დადასტურების გამოცდას აფასებენ
13-07-2017
-
+


დღეს პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას შემდეგ საგნებში აბარებდნენ:  

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);  
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);  
ბუნებისმეტყველება (I-VI). 



როგორ აფასებენ კომპეტენციის დადასტურების გამოცდას აპლიკანტები: 

‘’გამოცდაზე შედიოდა ქიმია, ფიზიკა, ბუნება, ბიოლოგია, გეოგრაფია. დაწყებითების ბუნება მოიცავს თითქმის ყველა საგანს. ასევე, იყო ანალიტიკური წერა. ყველაზე მარტივი ჩემთვის იყო ბიოლოგია და ბუნება, რადგან სპეციალობით ბიოლოგი ვარ. ყველაზე რთული კი ასტრონომია, რომელიც ჩემგან ცოტა შორსაა, რადგან არ ვარ ამის სპეციალისტი. ანალიტიკურ წერაში სოციალური საკითხი შემხვდა. საერთო ჯამში, რთული დასაწერი ნამდვილად არ იყო. კომპიუტერთან მუშაობას ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. კომპიუტერთან მშვიდად და კომფორტულად ვმუშაობდი.’’  

‘’მე დაწყებითების მასწავლებელი ვარ და ქართულ და ენასა და ლიტერატურას ვაბარებდი. ჩემთვის რთული არ იყო გამოცდა. რაც შეეხება კომპიუტერთან მუშაობას, მე პირადად ძალიან დიდი კომფორტი შემიქმნა.’’  

‘’ქართულ ენასა და ლიტერატურას ვაბარებდი. გამოცდა საშუალო სირთული იყო. კომპიუტერით ჩაბარება, პირიქით, ძალიან დამეხმარა. ყველანაირი პირობა იყო, რომ მასწავლებელს გამოცდა ჩაებარებინა.’’  

‘’მე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობის მსურველი ვარ. გამოცდა საშუალო სირთულის იყო. უფრო მეტად მასწავლებლის აზროვნებაზე, მის ლოგიკაზე იყო ყურადღება გამახვილებული.’’ 
 
‘’მე გეოგრაფი ვარ და ბუნებისმეტყველების გამოცდას ვაბარებდი. საშულო სირთულის ტესტები იყო. ბიოლოგიის საკითხები იყო შედარებით რთული. ნახევრად ელექტრონული ფორმატი საკმაოდ მოსახერხებელია.‘’ 

''ქართულ ენასა და ლიტერატურას ვაბარებდი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო საკითხები შემხვდა. ყველა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის საკითხები, რაც დღეს გამოცდაზე იყო.''

''ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩავაბარე. მე გასულ წელსაც ვაბარებდი. წელს საკითხები გამარტივებული არ იყო. კომპიუტერთან მუშაობას უფრო მეტი დრო დასჭირდა. როცა ფურცლებზე ვწერდით, გაცილებით ნაკლები დრო გვჭირდებოდა. სხვა მხრივ დისკომფორტი არ შემქმნია.''  

შეგახსნებეთ, რომ 14 ივლისს გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: 

მათემატიკა (I-VI);  
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);  
სამოქალაქო განათლება;  
ფიზიკა.    

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება