სიახლეები
პიროვნება

დალი თურმანიძე: „ჩვენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთისმსახურებაა“
17-03-2020
-
+


27 წელია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის, ჯემალ ქათამაძის სახელობის საჯარო კოლაში დაწყებითების პედაგოგია, თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ვერასოდეს წარმოიდგენდა, მშობლიურ სკოლაში ამ სტატუსით თუ დაბრუნდებოდა. ბევრი თაობა დააფრთიანა და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი შვილების მასწავლებელი არ ყოფილა, ციხისძირში ძმისშვილებსა და დისშვილებს „პედაგოგობდა“, რომლებთანაც მეტ სიმკაცრეს იჩენდა. უზომოდ უყვარს საკუთარი პროფესია და მიიჩნევს, რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია, ამ საქმეს ემსახურო.

როგორ და რატომ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, რატომ გაჰყვა პირველ სადამრიგებლოსთან დაკავშირებული ემოციები წლების განმავლობაში, როგორ იცავს ოქროს შუალედს მოსწავლეებთან ურთიერთობაში? - Etaloni.ge-ს რესპონდენტი, ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი, დალი თურმანიძე გახლავთ, რომელიც საუბარს იმით იწყებს, როგორ თანადგომას გრძნობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრისგან.

- მუნიციპალიტეტი ნამდვილად ზრუნავს ადგილობრივ მოსახლეობაზე და ეს ყველაფერში იგრძნობა. სკოლაც, მასწავლებლებიც მუდმივად ვგრძნობთ მათ ზრუნვას. აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნო ჩვენი რესურცენტრის თანადგომა, რომლის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე მაქსიმალურადაა ჩართული ჩვენი მოსწავლეების ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში და მეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯემალ ქათამაძის სახელობის ციხისძირის საჯარო სკოლა ერთ-ერთი აქტიური სკოლაა - არ არსებობს რაიმე წამოწყება, ჩვენ არ ვაქტიურობდეთ; აჭარის რეგიონის მასწავლებლებთანაც მუდმივი კავშირი მაქვს, ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერიც ვარ და ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის თანადგომას განსაკუთრებით ვგრძნობ, მით უმეტეს, როდესაც საქმე განათლების საკითხებს ეხება.  ასე რომ, თანადგომაც გვაქვს, შესაბამისი წახალისებაც და ამ საქმეში ასევე აქტიურადაა ჩართული ქობულეთის მუზეუმიც, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებისთვის უამრავ პროგრამას გვთავაზობს.

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა, ქალბატონო დალი?

- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიის არჩევანი კი განაპირობა დაწყებითი კლასების მასწავლებლის სიყვარულმა. იმ ქალბატონის გადმოცემა, პედაგოგიური მოღვაწეობა, ჩემთვის მისაბაძი იყო; გარდა ამისა, ბავშვები ძალიან მიყვარს - მათი მართალი და მრავლისმეტყველი თვალები ჩემში ყოველთვის სიყვარულისა და ბედნიერების გრძნობას აღვიძებდა... მოგვიანებით მუშაობა მშობლიურ სკოლაში დავიწყე.

- როგორია მშობლიურ სკოლაში მასწავლებლად დაბრუნება?

- ასე მოხდა - ჩემი მასწავლებელები უკვე კოლეგებად იქცნენ, რომლებმაც  სიყვარულით მიმიღეს და უბედნიერესი ვიყავი. ჯერ როგორც მოსწავლემ და შემდეგ - როგორც კოლეგამ, მათგან  ბევრი რამ ვისწავლე. თანადგომა, კოლეგიალობა  ყოველთვის მაღალ დონეზე იყო ჩვენ სკოლაში და ალბათ სწორედ ამის დამსახურებაა,  35 პედაგოგიდან ყველა  უფროსი, წამყვანი ან მენტორია. პრაქტიკოსი მასწავლებელი არ გვყავს. წარმატებას ჩვენი ერთიანობით ვაღწევთ.  

-  პირველ გამოცდილებაზე გვიამბეთ...

- პირველად მეოთხე კლასში შევედი - 1993 წელი იყო და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ჯგუფი მყავდა. ისეთი ემოცია დამეუფლა, სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ამ ბავშვებს მეტი მოფერება, მეტი სიყვარული სჭირდებოდათ, დათრგუნულები იყვნენ, მუდმივად ახსენდებოდათ ის, რისი გამოვლაც ომის გამო მოუწიათ და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებდნენ. მე მათი ტოლი გავხდი, ვგრძნობდი მათ ტკივილს, მათ სიხარულს და მალევე მოვიპოვე მათი სიყვარული. უკვე 27 წელი გავიდა და წარმოიდგინეთ, ის ბავშვები ახლაც მეხმიანებიან, მეგობრობენ ჩემთან, დედას მეძახდნენ, მესიყვარულებიან და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.

- დაწყებითი კლასების პედაგოგობა რთულია, ქალბატონო დალი?

- რთულია და საპასუხისმგებლო... ჩემი ურთიერთობის წესი იყო და არის თავისუფალი, ურთიერთთანამშრომლობასა და შეთანხმებაზე მაქვს აგებული  მუშაობა, მეგობრული პრინციპით ვარ პატარებთან, ძირითადი ფასეულობა მოსწავლისა და ჩემი საქმის სიყვარულია. ერთგული ვარ მოსწავლეების მიმართ და ვიცავ მათ უფლებებს.

ახლა მეოთხე კლასი მყავს, მათ მალე გავაცილებ, სექტემბრიდან კი პირველკლასელები უნდა მივიღო და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახლა ვიწყებ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ყოველ ჯერზე, როდესაც პირველ კლასში შევდივარ, თავიდან ვიბადები, მეც ახალ სიცოცხლეს ვიწყებ ბავშვებთან ერთად, თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებსო, -  ნათქვამია და ვეთანხმები - თუ სიყვარული არ შეგიძლია, შენი პროფესიის სიყვარული არ გაგაჩნია, მასწავლებელი ვერ იქნები; ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთისმსახურებაა.

- სანამ პირველკლასებელთან ახალ ცხოვრებას დაიწყებთ, მეოთხეკლასელებს უნდა დაემშვიდობოთ...

- ეს ემოციურად ურთულესია - ოთხი წელი გავატარეთ ერთად და ახლა უნდა გავუშვა მაღალ საფეხურზე. ძალიან ვნერვიულობ, გაკვეთილზე თვალები ცრემლით მევსება - წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ ეს ბავშვები ჩემს კლასში, მერხებთან აღარ ისხდებიან. თუმცა ეს სევდანარევი სიხარულია - მიხარია, რომ დაიზარდნენ, დაფრთიანდნენ და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, მათი წარმატებით ვიხარებ და ვიამაყებ.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

როდიდან განახლდება მასწავლებელთა გამოცდები - დეტალები

მათემატიკის გამოცდაზე 4-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა - სტატისტიკა

მათემატიკის გამოცდიდან აბიტურიენტები უკმაყოფილოები გამოვიდნენ

ეკა დგებუაძე 2021 წელს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მანდატურის სამსახურის ახალმა უფროსმა კი თავის მაოადგილედ დანიშნა

მასწავლებლებს შესაძლოა ხელფასი დააკლდეთ, თუ საბჭოს არჩევნებზე არ გამოცხადდებიან - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს

„სასკოლო საზოგადოება ულოცავს ედიკას დებიუტს და უსურვებს წინსვლას!“

 

 

 

საინტერესო

ათასობით მასწავლებელი „ფსიქოლოგიური აშლილობის“ გამო შვებულებას იღებს - იაპონიაში პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება

 

შვებულება ათასობით მასწავლებლისთვის  - „ფსიქოლოგიურ აშლილობას“ პედაგოგები იაპონიაში უჩივიან

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

სიახლეები
საზოგადოება