სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გეოგრაფიის გამოცდის საკითხები და აბიტურიენტთა შეფასებები
12-07-2017
-
+


დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დილის სესიაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 95%-ზე მეტი გამოცხადდა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.    

გეოგრაფიის გამოცდის საკითხები და აბიტურიენტთა შეფასებები: 

''გააჩნია რა დონე აქვს მოსწავლეს. ჩემთვის გეოგრაფიის გამოცდა არ იყო რთული.''   

''თითქმის იგივე საკითხები იყო, რაც წინა წლებში. ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები კითხვები იყო. ყველაზე ადვილი ტექსტის ანალიზი იყო. არც ერთი უცნობი საკითხი არ შემხვედრია.''

''საშუალო სირთულის ტესტები იყო და წინა წლების ტესტებს ჰგავდა. ტესტური დავალებები ზუსტ ცოდნას მოითხოვდა. მსოფლიო გეოგრაფიიდან უფრო მეტი კითხვა იყო, ვიდრე საქართველოს გეოგრაფიიდან. ბოლო დავალება შიდა ქართლს ეხებოდა და ლოგიკური კითხვები იყო. შემხვდა ასევე მოგზაურების მარშრუტები.''    

''ჩემთვის რთული არ იყო. ვფიქრობ, ყველა შეძლებს ზღვარის გადალახვას. ეს ორი კითხვა მახსოვს: რომელ წელს დაიწყო ოზონის შრის გამოკვლევები ინტენსიურად და რომელი ქვეყნის საზღვარს კვეთს ჩანჩქერი "ჩონგუე".  

''გეოგრაფია საკმაოდ მარტივად დავწერე. უმეტესად კითხვები რუკასთან დაკავშირებით იყო. ასევე იყო მოგზაურების მარშრუტების შესახებ. საკმაოდ მარტივი იყო გეოგრაფიის გამოცდა.'' 

''წლევანდელი ტესტები მარტივი იყო. ერთი საკითხი შიდა ქართლს ეხებოდა. შესაბამისობის დავალებაც საკმაოდ მარტივი იყო.'' 

''ზღვების სურათები იყო მოცემული, უნდა ამოგეცნო.( შავი ზღვა, არაბეთის ზღვა, ყვითელი ზღვა, ბალტიის ზღვა). შიდა ქართლზე იყო ტექსტი. ფოტოები იყო ასევე მოცემული, ევროპის ქვეყნების დროშები რუკაზე და უნდა ამოგეცნო რომელი რომლის იყო. მოგზაურების მარშრუტების დაკავშირება იყო ერთმანეთთან (აბელ ტასმანი, ქრისტეფორე კოლუმბი, ფერნანდო მაგელანი, ვასკო და გამა და მარკო პოლო), კიდევ იყო დიაგრამა, ლონდონის მოსახლეობის და გაერთიანებული სამეფოსი. ლონდონის მოსახლეობის ასაკი იყო ერთ დიაგრამაზე და უნდა დაგედგინა რომელი ასაკის მოსახლეობა ჭარბობდა და რატომ, ეს იყო ლონდონზე და მეორე გაერთიანებულ სამეფოზე იყო მოცემული და უნდა აგეხსნა რატომ. კიდევ იყო მოცემული ქარხნების ჩამონათვალი, მაგალითად ზესტაფონის, ნატახტრის, მარნეულის ქარხნები და უნდა დაგეკავშირებინა შესაბამის სამხარეო ერთეულთან.''

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC-მა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი ბავშვებში მეტად ვრცელდება და უფრო გადამდებია“ - ჩხაიძე დეტალებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, მოსწავლეებმა დაგეგმეს განსაკუთრებული და შემოქმედებითი აქტივობა

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება