სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ორენოვანი მასწავლებლების კონკურსი იწყება
11-07-2017
-
+


ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი იწყება. 

კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში ტარდება და მასში მონაწილეობა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, "1+4" ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ.

პროექტი დღეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბენეფიციარებს და ჟურნალისტებს წარუდგინეს.

შერჩეული დამხმარე მასწავლებლები გადანაწილდებიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში, სადაც სახელმწიფო ენის სწავლება განსაკუთრებულ წახალისებას საჭიროებს. ისინი ადგილობრივ მასწავლებლებს დაეხმარებიან ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად 10 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე.

კანდიდატმა უნდა წარადგინოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების სერტიფიკატი.

მასწავლებელთა შესარჩევად გათვალისწინებულია ორი ეტაპი: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

შერჩეული კანდიდატები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას. მათ ორი წლის განმავლობაში დაენიშნებათ 750 ლარამდე ხელფასი, ხოლო პროგრამის წარმატებულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება