სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ძალიან მარტივი იყო ყველა დავალება'' - აბიტურიენტთა უმრავლესობა ინგლისური ენის გამოცდით კმაყოფილია
11-07-2017
-
+


დღეს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. პირველი და მეორე ნაკადის აპლიკატებმა უცხოური ენების გამოცდა გუშინ ჩააბარეს. 

დღევანდელ გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 97%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში.

როგორ აფასებენ ინგლისური ენის გამოცდას აბიტურიენტები: 

‘’ძნელი გამოცდა არ იყო. მოსმენის დავალება შედარებით რთლი იყო, რადგან სწრაფად ლაპარაკობდნენ. ესსე იყო თემაზე: ინტერნეტის გარეშე თუ შეიძლება თუ არა, კარგი განათლების მიღება.’’

‘’ტექსტი იყო ადვილი, შექსპირის შესახებ იყო. ისეთი გასაგები ტექსტი იყო აბიტურიენტმა ელემენტარული თუ იცოდა, აუცილებლად დაწერდა. მოსასმენი დავალება ცოტა გამიჭირდა, რადგან ერთ წინადადებაში ორი კითხვა იყო. საერთო ჯამში, ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია ზღვარი გადალახოს. საშუალო სირთულის იყო ინგლისურის გამოცდა.’’

‘’ძალიან მარტივი იყო ყველა დავალება და დროზე ადრეც კი მოვრჩი ინგლისური ენის გამოცდას.’’

‘’მოსმენის დავალება რთული არ იყო, მაგრამ ტექნიკური ხარვეზი გვიშლიდა ხელს. ესსე იყო ინტერნეტის შესახებ. საერთო ჯამში, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ ხარვეზებს, გამოცდა საკმაოდ მარტივი იყო. აუცილებლად უნდა გამოსწორდეს მოსმენის დავალების დროს ტექნიკური ხარვეზები, რაც აბიტურიენტებს ამ დავალების შესრულებაში ძალიან გვიშლის ხელს.’’

‘’არ გამიჭირდა ინგლისურის გამოცდის დაწერა. არც ერთი საკითხი არ იყო გაუგებარი. მოსმენის დავალებას რაც შეეხება, მართალია სხვანაირს ველოდი, მაგრამ მაინც კარგად გავართვი თავი. ‘’

‘’არაფერი განსაკუთრებულად რთული არ იყო. რაც შეეხება თემას, თემა არ დავწერე, არ მქონდა საკუთარი თავის იმედი, რადგან ინგლისურში მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვე ვემზადებოდი.’’

‘’ინგლისურის მინიმალური დონე იყო საკმარისი ამ გამოცდის ჩასაბარებლად. ესსე შედარებით რთული იყო, უნდა გვემსჯელა მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტით შეიძლება კარგი განათლების მიღება, თუ არა.’’  

შეგახსენებთ, რომ უცხოური ენების გამოცდაზე მეორე ნაკადის რეგისტრაცია დღეს 14:00 საათზე დაიწყება და ამით უცხოური ენების გამოცდა დასრულდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება