სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''საინტერესო ნაშრომებია, ახალგაზრდებმა კარგად გაართვეს თავი დავალებებს'' - აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება დაიწყო
10-07-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორება დაიწყო.

ამ ეტაპზე ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომები სწორდება. ელექტრონული გასწორების პროცესში საქართველოს ყველა რეგიონის პედაგოგები არიან ჩართულები. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი ივლისის ბოლოსთვის დასრულდება:

''პროცესს შეგნებულად ვიწყებთ ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით, რადგან ამ გამოცდის ნაშრომების გასწორებას ყველაზე ხანგრძლივი დრო სჭირდება. ჯერ პირველი ნაკადის ნაშრომები სწორდება. დაახლოებით ოთხშაბათს დასრულდება პირველი ნაკადის ნაშრომების გასწორება. იმედი მაქვს, რომ ივლისის ბოლოსთვის ოთხივე ნაკადის ნაშრომები გასწორდება. გამსწორებელთა ჯგუფში რეგიონებშიც გვყავს სპეციალისტები, მათ ჩვენთან გაიარეს ტრენინგები, მაგრამ სახლიდან ასწორებენ.''

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის გამწორებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლოლაძემ აღნიშნა, საინტერესო ნაშრომებია: 

''გასწორების პროცესი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. ჯერ პირველი ნაკადის აბიტურიენტების ნაშრომები სწორდება. საინტერესო ნაშრომებია, ახალგაზრდებმა კარგად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს. ბოლო წლებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ უკეთ მომზადებული და განათლებული ახალგზრდები მოდიან გამოცდაზე. შეიძლება, ეს პროგრესი დამაკმაყოფილებელი არ იყოს, მაგრამ ეს ტენდენცია აშკარაა, რაც ძალიან გვახარებს. პირველივე ნამუშევრებიდან გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს აღელვებთ ის საკითხები, რომლებსაც ვთავაზობთ - იქნება ეს არგუმენტირებული ესსე, ტექსტის ანალიზი. კმაყოფილები ვართ, ვფიქრობთ, რომ ასეთივე სურათი იქნება დანარჩენი ნაკადების ნაშრომების გასწორებისას. თქვენი მეშვეობით მინდა მივმართო აბიტურიენტებს, მშვიდად დაელოდონ გამოცდის შედეგებს. ყველა დავალება გასწორდება, არც ერთი სიტყვა არ დაეკარგებათ.''

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ეტაპობრივად დაიწყებს. აბიტურიენტები ჯერ ზოგად უნარებში მიღებულ ქულებს შეიტყობენ - ამ გამოცდის პასუხების ფურცელი კომპიუტერულად, სპეციალური სკანერისა და პროგრამის მეშვეობით სწორდება. შედეგებთან ერთად თითოეულ აბიტურიენტს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება. 

საგამოცდო ნაშრომები სწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker).

გამსწორებელი აბიტურიენტის კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს - მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას კი ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში თუ შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გაეგზავნება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება