სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არენა - საცირკო წარმოდგენა - ზოგადი უნარების ანალოგიები და აბიტურიენტების შეფასებები
07-07-2017
-
+


დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. აბიტურიენტები გამოცდიდან უკვე გამოვიდნენ

რა საკითხები შეხვდათ და როგორ აფასებენ ისინი ზოგადი უნარების გამოცდას: 

''ვერბალური ნაწილი უფრო მარტივი იყო. ისეთი გადაღლილი ვარ, ვერაფერს ვერ ვიხსნებ.'' 
  
''მათემატიკური ზედმეტად მარტივი იყო. არენა-საცირკო წარმოდგენა, ანალოგიებიდან მხოლოდ ეს ერთი მახსენდება.''   

''მათემატიკური ნაწილი უფრო გამიმარტივდა. არენა-საცირკო წარმოდგენა - ასეთი მიმართება იყო ანალოგიებში. პასუხებში კი ეწერა - სანგარი და ფრონტი. კითხვიდან კითხვაზე გადასვლის დროს კომპიუტერის კლავიატურა არ მუშაობდა და ეს ძალიან მიშლიდა ხელს. თუმცა ეს პრობლემაც მომიგვარეს.'' 

''მათემატიკური უფრო მარტივი იყო. იმდენად დაძაბული ვიყავი გამოცდაზე, თითქმის არაფერი არ მახსოვს.''   

''მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო. ისეთი დაღლილი ვარ, ვერაფერს ვერ გავიხსენებ.''  
''ვერბალური ნაწილი უფრო მარტივი იყო. ძალიან ვინერვიულე და არაფერი არ მახსოვს.'' 

''მათემატიკური ნაწილი გამიმარტივდა. მათმატიკურის იმედით მოვედი. ვერბალურ ნაწილში ისე ვწერდი პასუხებს, არ ვკითხულობდი საკითხებს.''   

''რთული არცერთი არ იყო, არც ვერბალური და არც მათემატიკური ნაწილი. უბრალოდ დრო სჭირდებოდა. ძალიან უცნაური ანალოგიები იყო, ვერც დავიმახსოვრე ასე ზეპირად.'' 
 
''ვერბალური ნაწილისთვის დრო არ მეყო, მათემატიკური ნაწილი უფრო კარგად დავწერე. კალმის პრობლემა შემექნა. პასუხების ფურცელი დამისვარა.'' 

''ანალოგიებში იყო - ომბუდსმენი - დანაშაული და ადვოკატი - ბრალის დადება შევუსაბამე.'' 
 
''მათემატიკურ ნაწილში დრო არ მეყო და ამიტომ ვიტყოდი, რომ მათემატიკური ნაწილი უფრო რთული იყო. ანალოგიები ნამდვილად არ მახსოვს. წინადადების შევსება ერთი განმეორდა ძველი, თუ არ ვცდები 2016 წლის ტესტებიდან. ტექსტიდან ერთი იყო საფრანგეთის არქიტექტურასა და გოთიკაზე და მეორე ტექსტი კი დარვინის თეორემის მიხედვით თვალების განვითარებაზე. ტექსტები საკმაოდ მარტივი იყო. სავარაუდო პასუხებიდან სწორი პასუხის ამორჩევა ნამდვილად არ იყო რთული.''

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC-მა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებული, სტუ-ში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე იყო დასაქმებული

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება