სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ზოგადი უნარების გამოცდის საკითხები - 1-ლი სესიის აბიტურიენტების შეფასებები
06-07-2017
-
+


ზოგადი უნარების გამოცდის პირველი სესია დასრულდა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა დაახლოებით 95% გამოცხადაა. როგორც აბიტურიენტები აღნიშნავენ, მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო, ვიდრე ვერბალური.

''მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო. ანალოგიებში ბევრი უცხო სიტყვა იყო. წაკითხულის გააზრებაში მეორე ტექსტი უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი. ლოგიკის ამოცანები კი იოლი იყო. წინადადების გააზრებას რაც შეეხება, საკმაოდ რთული იყო. მინდა აღვნიშნო, რომ საგამოცდო ცენტრში ხმაური იყო. ხმაური ქუჩიდან შემოდიოდა და ეს გონებას გვიფანტავდა. დამკვირვებელი სულ დროს გვახსნებდა და ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებდა,'' - აღნიშნა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა ''პროგრესის'' კურსდამთავრებულმა საბა ყიფიანმა, რომელიც გამოცდებს ქუთაისის N41 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

''ჩემთვის ვერბალური ნაწილი უფრო იოლი იყო. მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ანალოგიები იყო რთული, რადგან ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ცოდნას მოითხოვდა. რადგან მე ეს საგნები ვიცოდი, შედარებით გამიიოლდა. ანალოგიების ჩამონათვალში ნამდვილად ბევრი უცხო სიტყვა იყო. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვინც ბიოლოგია იცოდა, მისთვის არ იქნებოდა რთული. მაგალითად, მეწყერი - ნამქერი, მზე და გვალვა, ტორნადო და მტვერი. ანალოგიებთან შედარებით ლოგიკა არ იყო რთული. წინადადების შევსებაც არ იყო რთული. წაკითულის გააზრებას რაც შეეხება, პირვლი უფრო რთული იყო. მეცნიერული ტექსტი იყო და ეხებოდა ფრინველებს, თუ როგორ ხმებს გამოსცემენ ისინი. მეორე ტექსტი უფრო მარტივი იყო, რომის კულტურასა და ისტორიაზე იყო. მათემატიკურ ნაწილში სააზროვნო კითხვებიც იყო: მონაცემთა ანალიზი, გააზრება, შედარება. ყველაფერი ძალიან მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობდა,'' - აღნიშნა თბილისის N201 სკოლის კურსამთავრებულმა ქრისტინა ჩაკვეტაძემ, რომელიც გამოცდებს თბილისის N117 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

''მათემატიკური ნაწილი უფრო მარტივი იყო, ვიდრე ვერბალური. აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, რომ ანალოგიებში ბევრი უცხო სიტყვა იყო, მე ვერ დავეთანხმები, ანალოგიები არ გამჭირვებია. წაკითხულის გააზრებას რაც შეეხება, იყო საკმაოდ რთული,'' - აღნიშნა ქუთაისის N29 სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ლევიძემ, რომელიც გამოცდებს ქუთაისის N17 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბარებს.

ზოგადი უნარების გამოცდის მე-2 სესიის რეგისტრაცია 14:00-ზე დაიწყება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება