სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ათიანს არ ვწერ; ისე იქცევი, როგორც ...“ - რა არ უნდა უთხრას მასწავლებელმა მოსწავლეებს?
30-10-2020
-
+


წლების პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად გამოჩნდა, რომ ფრაზები, როგორცაა „მოკეტე“, „რა სულელური შეკითხვაა“ მოსწავლეებზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს და მათ მოტივაციას კლავს.

დღესაც ხშირად გაიგონებთ ფრაზებს, რომლებიც ერთი შეხედვით გამანადგურებლად არ ჟღერს, თუმცა სწავლების პროცესზე ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს და კარგი შედეგებიც არ აქვს. 

„ეტალონი“ გეტყვით, მოსწავლეებს რა არ უნდა უთხრათ: 

„შენი ასაკის შესაბამისად მოიქეცი“

ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ეუბნებით „ისე იქცევი, როგორც ...“ (შედარება).

ალტერნატივა

ამის ნაცვლად ჯობია უთხრათ - „ვხედავ, გაურკვევლობაში ხარ. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია ვისაუბროთ“.

„ძალიან ჭკვიანი ხარ“

ეს ფრაზა მოსწავლეების მოტივაციას აქვეითებს, რადგან ჰგონიათ რომ სასურველს შედეგს მიაღწიეს. ამიტომ სწორად გათვალეთ, როდის უთხრათ და როდის არა.

ალტერნატივა

„ვხედავ, პრობლემების გადასაჭრელად როგორ შრომობ“.

„პირველად რომ ვთქვი არ მოგისმენია?“

ალტერნატივა

გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსწავლეების სამყაროს ცენტრი არ ხართ და მეტი ყურადღებისთვის მნიშვნელოვანი დეტალები დაფაზე წერეთ.

„მათემატიკა შენი საქმე არ არის“

მოსწავლეებს მათემატიკოსებად და არამათემატიკოსებად ნუ დაჰყოფთ.

ალტერნატივა

„მოდით ვნახოთ, რა გაგიჭირდათ და პრობლემაც გადავჭრათ“

„ვფიქრობდი ამის გაკეთებას შეძლებდი“, „მეგონა, ეს შენთვის მარტივი იქნებოდა“

მსგავსი ფრაზები მოსწავლეების მოტივაციას ნამდვილად ვნებს, ამიტომ მათი წარმოთქმისგან ნებისმიერ სიტუაციაში თავი შეიკავეთ.

ალტერნატივა

„ვფიქრობ, სჯობს ამ ამოცანას სხვა მხრიდან შეხედო, ახალი გზებით მიუდგე“.

„ათიანს არ ვწერ“

შედეგი, რომ ათიანს მაინც ვერ მიიღებს, ბევრ მოსწავლეს აზარმაცებს.

ალტერნატივა

ცხადი მოლოდინები ისაა, რაც მოსწავლეებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ.თქვენი ქულებისადმი გადაჭრითი დამოკიდებულებით მოსწავლეებს სწავლის ინტერესს გაუქრობთ. ამიტომ აჩვენეთ, რომ თუ ისწავლიან, შრომას დაუფასებთ.

„დავალების შესასრულებლად დათოს მიერ შერჩეული გზა საუკეთესო იყო“

მსგავსი ფრაზები მოსწავლეებს აფიქრებინებს, რომ არასწორად ფიქრობენ და აზროვნებენ, რაც მათ დათრგუნავს.

ალტერნატივა

„აქ მაქვს მაგალითი, ეს დავალება მარტივად და კარგად როგორ უნდა შეასრულოთ. ეს ჩემი ძველი მოსწავლის დავალებაა. მოდით ვნახოთ, მან რა გააკეთა“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება