სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

7 პრეტენზია, რომლებიც უმჯობესია მასწავლებელს არასდროს გაუმხილოთ
02-04-2021
-
+


მშობლებსა და მოსწავლეებს პედაგოგებთან არაერთი პრეტენზია აქვთ ხოლმე, თუმცა ბევრი მათგანი ხშირად დაუმსახურებელია. „ეტალონი“ გაგაცნობთ 7 მათგანს, რომლებიც უმჯობესია პედაგოგს არასდროს გაუმხილოთ:

„სკოლა არ იძლევა ღრმა ცოდნას“

სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მაქსიმუმიც ისაა, რომ მოსწავლეს ყველა საგანში საშუალო განათლება მისცეს, ისეთი, რომლის გააზრებაც ყველა ბავშვს შეუძლია, განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად. ყველაფერი დანარჩენი და კონკრეტული ცოდნის შემდგომი გაღრმავება მოსწავლის საქმეა. ასე რომ, ვაცადოთ სკოლებს ბავშვებს მისცენ ელემენტარული, ლოგიკური და სისტემური ცოდნა.

მასწავლებლებზე უკეთ ხშირად მშობლებმა იციან

ბევრი მშობელი ამბობს, რომ თვითონაც 12 წელი სწავლობდა და შეუძლია, თავის შვილს ასწავლოს. ყველა მათგანს ჰგონია, რომ უკეთ იცის, როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს. მაშინ რატომ გვჭირდება მასწავლებლის პროფესია, თუკი ყველას, ვისაც აქვს განათლება და თავდაჯერებულობას გრძნობს, შეუძლია პედაგოგად იმუშაოს? 

„თანამედროვე მასწავლებლების უმეტესობას არ უყვარს ბავშვები“

შეიძლება სკოლაში ვიღაც მართლაც ინერციით მუშაობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პედაგოგი ასეთია. ზოგადად, ბავშვებთან მუშაობა ნებისმიერ მასწავლებელს უყვარს, ამიტომ თუკი თქვენ მათთან ამ პრეტენზიას გააჟღერებთ, ისინი ნამდვილად უსამართლოდ ჩაგთვლიან.

„მასწავლებლები ძალიან მკაცრი ადამიანები არიან“

ის, რომ მასწავლებლები დისტანციას ინარჩუნებენ ბავშვებთან და პროფესიულ სტანდარტებს იცავენ, არ ნიშნავს, რომ ისინი მკაცრები არიან. რატომ სთხოვენ მასწავლებლებს მოსწავლეებთან ჩახუტებას, როცა საკმარისია, ისინი მეგობრულები იყვნენ და მოსწავლეებს პატივს სცემდნენ? 

„სახელმძღვანელოები შესაცვლელია“

ყველას ჰგონია, რომ ამ საკითხში განათლების ექსპერტებზე უფრო კომპეტენტურები არიან, რომ თანამედროვე სახელმძღვანელოებიდან ბავშვები კარგს ვერაფერს სწავლობენ. თუმცა სანამ ასეთ შეფასებებს გააკეთებდეთ, დაფიქრდით, რამდენად კომპეტენტური ხართ.

„რატომ გვჭირდება საშინაო დავალება“

საშინაო დავალება მოსწავლეებისა და მშობლების ტკივილია. ყველას მისგან გათავისუფლება სურს. თუმცა საშინაო დავალება შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წყნარ გარემოში გაერკვეთ, გაიმეოროთ და გაიმყაროთ საკლასო ოთახში ნასწავლი მასალა. საშინაო დავალება არის ერთ-ერთი გზა, რომ მასწავლებელმა გაიგონ, რა ისწავლეს ბავშვებმა.

„რაში გვჭირდება ისეთი სულელური საგნები, როგორიც მუსიკა, ხელოვნება და ფიზკულტურაა"

სასკოლო საგნების ამგვარი დაყოფა დიდი შეცდომაა. ის, რომ თქვენ რომელიმე საგანი არ გაინტერესებთ, არ ნიშნავს, რომ ის სულელურია და სხვები მას ვერაფერში გამოიყენებენ. ყველა ბავშვს სჭირდება, გაერკვეს, რა აინტერესებს და რისი ნიჭი აქვს, სწორედ ამიტომ სწავლობენ ისინი მრავალფეროვან საგნებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

პიროვნება
სკოლები

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება