სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ისეთი მარტივი გამოცდა იყო, თუ აბიტურიენტს ოდესმე წიგნი გადაუშლია, ყველა ჩააბარებს'' - აბიტურიენტების შეფასებები
04-07-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-2 დღე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტები Etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობენ, რომ გამოცდის დაწერა არ გასჭირვებიათ.

''კითხვები არ ყოფილა რთული, ძალიან მალე გამოვედი. კმაყოფილი ვარ,'' - აღნიშნა პირველმა გამომსვლელმა.

''ტექსტის რედაქტირება და არგუმენტირებული ესსე გამიადვილდა ყველაზე მეტად. ესსე კულტურულ მემკვიდრეობაზე იყო. ტექსტის რედაქტირებაშიც მარტივად აღმოვაჩინე შეცდომები. ისეთი მარტივი გამოცდა იყო, თუ აბიტურიენტს ოდესმე წიგნი გადაუშლია, ყველა ჩააბარებს,'' - გვითხრა მე-2 აბიტურიენტმა.

''ყველაზე ადვილი იყო ტექსტის რედაქტირება. ძირითადად პუნქტუაციური და სინტაქსური შეცდომები იყო. არანაირი ხარვეზი არ ყოფილა, ერთადერთი - კალამი არ წერდა და გამომიცვალეს,'' - აღნიშნა მე-3 გამომსვლელმა.

''ყველაზე მეტად ტექსტის რედაქტირება გამიადვილდა. თითქმის ყველანაირი ტიპის შეცდომა იყო. რაც შეეხება ტექსტის გააზრებას, არაპროგრამული ავირჩიე. რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, დილის საათებია და სიცხესაცა არ შეუშლია ხელი'' - გვითხრა მე-4 გამომსვლელმა.

''ყველაზე მეტად გამიადვილდა წაკითხულის გააზრება. წაკითხულის გააზრებაში პროგრამული ტექსტი იყო ''დავითიანიდან'', ხოლო არაპროგრამული ზუსტად არ მახსოვს, მგონი გურამ გეგეშიძის ნაწარმოები იყო. არგუმენტირებული ესსე იყო - ''არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა სამუზეუმო ექსპონატების სახით შემოგვრჩეს''. გუშინ მე-2 ვარიანტის ესსესთან შედარებით, დღეს უფრო მარტივი ესსე იყო'' - აღნიშნა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-2 დღე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება