სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარდა
25-02-2020
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIIIა კლასში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელწოდებით- „გაფითრებული თებერვალი“ კლასის საათი ჩატარდა.

VIIIა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ინგა არაბიძესთან და ისტორიის მასწავლებელ ფიქრია გიორხელიძესთან ერთად პრეზენტაციები მოამზადეს. ნინი ხაჭაპურიძემ, ლიზა ასათიანმა და მარი გოდილაძემ კედლის გაზეთი შექმნეს. გაზეთში განთავსებული ინფორმაციები ეხებოდა ეროვნულ გმირებს, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმს შეეწირნენ.

ლუკა კიკატუნიძემ ისაუბრა 1921 წლის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე. გურამ აფხაძემ წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი „1921წლის 25 თებერვალი“.

დირექტორის მოადგილემ, დალი სილაგაძემ, გაიხსენა თუ რა დატვირთვა ჰქონდა 25 თებერვალს საბჭოთა საქართველოში. კლასის საათის ბოლოს ახალგაზრდებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება