სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ბოლო სიახლეები კორონავირუსის შესახებ: მის მიმართ ყველა ასაკობრივი კატეგორია დაუცველია
25-02-2020
-
+


25 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77 658 ადამიანს მიაღწია, საავადმყოფოდან გაწერეს 27 232 ადამიანი, 2 663 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ჯანდაცვის და ჰიგიენის კომიტეტმა გაავრცელა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაავადების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 71 ადამიანი, მათგან 68 - პროვინცი ხუბეიში.

გუშინ, 24 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსს პანდემიის პოტენციალი აქვს.

„აქვს თუ არა ამ ვირუსს პანდემიის პოტენციალი? ნამდვილად აქვს. ვართ თუ არა პანდემიის ეტაპზე? ჩვენი შეფასებით, ჯერ არა“, - დააზუსტა მან.

გებრეიესუსმა ასევე დასძინა, რომ ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეპიდემია ფიქსირდება, რომელიც ინდივიდუალურ რეაგირებას მოითხოვს.

„სიტყვის - „პანდემია“ გამოყენება არსებული დროისთვის სიმართლეს არ შეესაბამება და რა თქმა უნდა, შიშის გამოწვევა შეუძლია. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ თავშეკავებაზე და გავაკეთოთ ყველაფერი პოტენციური პანდემიისთვის მოსამზადებლად“, - დასძინა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა.

„ეპიდემიამ პიკს 23 იანვარსა და 2 თებერვალს შორის მიაღწია და მას შემდეგ სტაბილურად მცირდება“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მან ასევე დასძინა, რომ კორონავირუსის გამოვლენის მომენტიდან მის დნმ-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. სიკვდილიანობის დონემ უხანში 2%-დან 4%-მდე შეადგინა და ქალაქის საზღვრებს მიღმა კი 0,7% .

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც კორონავირუს - COVID-2019 აფეთქებას იკვლევს, მივიდა დასკვნამდე რომ ვირუსის მიმართ ყველა ასაკობრივი კატეგორია დაუცველია. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის COVID-2019-ზე რეაგირების ექსპერტთა კომისიის ხელმძღვანელმა ლიან ვანნიანმა განაცხადა.

კორონავირუსის ახალი ტიპი - ეს არის დაავადებების გამომწვევი ახალი სახეობა, ამიტომ არც ერთ ასაკობრივ ჯგუფს არ აქვს იმუნიტეტი მასზე და შესაძლებელია მარტივად დაავადდნენ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლიან ვანნიანმა ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.

ასევე აღნიშნულია, რომ დაავადებულთა საშუალო ასაკი 51 წელია, 30-69 წლის ასაკის ადამიანები ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 77,8%-ს შეადგენენ, 77,5% შემთხვევა ხუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.



იტალიაში კორონავირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა. მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა 12 ქალაქი დახურა, ჩრდილოეთის დანარჩენ ქალაქებში კი გაუქმდა მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის ვენეციური კარნავალის ბოლო დღეები და შეჩერებულია სკოლებში სწავლა და სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებების მუშაობა.

სამხრეთ კორეაში დაავადებულთა რაოდენობამ 700 ადამიანის გადააჭარბა, რომელთაგან 7 გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების ცენტრში ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქი დეგუ აღმოჩნდა, რომლის მოსახლეობა 2,5 მლნ ადამიანს შეადგენს.

ირანის ქალაქ კუმში 13 თებერვლამდე კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საფრანგეთში კი კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა 24 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, მათ ვისაც ადრე ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს გამოჯანმრთელდა.

ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავისრუსისგან დაცვის რეკომენდაციები გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ : გახდება თუ არა ჩინური კორონავირუსი ახალი „ესპანური გრიპი“, რომელმაც იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა?

ცუდი და კარგი ამბავი ახალ ჩინურ კორონავირუსზე, რისი გაგებაც გინდოდათ - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი კომაროვსკი?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

როდის არის მოსწავლის მობილობა დაუშვებელი - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება