სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კორონავირუსისგან დაცვის 8 რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან და 9 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ
31-01-2020
-
+


ნებისმიერი ვირუსის გავრცელებისას, ყოველთვის აქტუალურია რჩევები, როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან. მით უმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიოს კორონა ვირუსი უტევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნაკლებად რისკიან სახელმწიფოთა შორისაა, თითოეულ გაციებულში კი კორონას გავრცელების წყაროს ვხედავთ.

ამასობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემს. სპეციალისტები კორონასგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად ხელების ხშირ დაბანას ასახელებენ. დანარჩენი მხოლოდ მცირედით გვიცავს კორონასგანაც და სხვა ვირუსებისგანაც.

უცხოეთში გამგზავრებამდე უნდა გავიგოთ ეპიდსიტუაცია;

არ ესტუმროთ ბაზრობებს, სადაც იყიდება ცხოველები და ზღვის პროდუქტი;

მოერიდეთ ზოოპარკს;

გამოიყენეთ სამედიცინო ნიღბები;

ხშირად დაიბანეთ ხელი;

ხველის ან დაცემინების დროს, პირზე მიიფარეთ ხელსახოცი, რომელიც მაშინვე უნდა გადააგდოთ;

თუ გაქვთ ხევლა და სუნთქვა გიჭირთ, აუცილებლად  მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;

არ მიიღოთ უმი საკვები, მხოლოდ თერმულად დამუშავებული პროდუქტი მიირთვით.

ასვევე გთავაზობთ, პროდუქტის სიას, რომელიც იმუნიტეტს გაგვიძლიერებს და შესაბამისად, კორონასაც ადვილად დავამარცხებთ. ექიმები გვირჩევენ, კვების რაციონი ძირითადად, ცილოვანი საკვებით გავამდიდროთ, ვირუსის გავრცელების პერიოდში კი სასურველი პროდუქტის სია ასეთია:

ლიმონი, ქაცვი, შვინდი, მოცხარი, დაკეპილი კომბოსტოს მწნილი, ხახვი, ნიორი, ხაჭო, კვერცხი - ეს ის ცხრა პროდუქტია, რომელიც, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დავუჯერებთ, იმუნიტეტს გაგვიძლიერებს და ვირუსის მსხვერპლიც ნაკლებად აღმოვჩნდებით.

დაიმახსოვრეთ:

კორონავირუსი მდგრადი არაა და შესაბამისად, საკვებით არ ვრცელდება, ასე რომ „საშიში ბანანის“ ისტორია, მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი მითია და სხვა არაფერი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება