| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი კორონავირუსის ყველაზე მთავარი საფრთხე
უკრაინელი ექიმის თქმით, ყველაზე სახიფათო ვირუსის გადაცემის გზებია.
დაავადების აფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში დაიწყო. როგორც ექიმი აღნიშნავს, ეს კონტინენტური ჩინეთის ყველაზე მსხვილი ქალაქია - 11 მილიონი მოსახლეობით, ქალაქ უხანის აეროპორტი წელიწადში 21-22 მილიონ მგზავრს იღებს.
„დაავადების პირველი შემთხვევა ამ ქალაქში, თევზის ბაზარში მოხდა. ბაზარში ბევრი მაღაზიაა, სადაც ყიდიან კატებს, ძაღლებს, ღამურებს, მრავალფეროვან ძუძუმწოვრებს, გველებს და სხვა. სწორედ იქ რომელიღაც ცხოველისგან - ძუძუმწოვრისგან და არა თევზისგან, მოხდა პირველი ინფიცირება. და ყველაზე სახიფათო - ესაა ვირუსის გადაცემის გზები“, - ამბობს ექიმი.
„ყოველთვის ძალიან სახიფათოა, როდესაც დაფიქსირებულია ვირუსის გადადება არა ცხოველიდან ადამიანზე, არამედ ადამიანიდან ადამიანზე. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პირველ ინფიცირებულებს შორის იყვნენ იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც ამ ბაზარში მუშაობდნენ. ანუ დამტკიცებულია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა“, - განმარტავს კომაროვსკი.
მას მაგალითად მოჰყავს ფრინველის გრიპი, როდესაც ადამიანი ფრინველისგან ინფიცირდება, მაგრამ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.
ცუდი ამბავი
ყველაზე სახიფათო მოცემულ სიტუაციაში - არის, ის, რომ ვირუსი ახალია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, არის ლეტალური შემთხვევები და დაავადებას არ აქვს სპეციფიკური სიმპტომები.
„ვირუსი ახალია. ანუ არავის დედამიწაზე მასზე იმუნიტეტი არ აქვს. შესაძლოა დაავადდეს ყველა. დამტკიცებულია ადამიანიდან -ადამიანზე გადაცემა. არიან დაღუპულები. პლუს ახლა გრიპის სეზონია, ამ ვირუსს კი არ აქვს არავითარი განსაკუთრებული სიმპტომები“, - აღნიშნავს კომაროვსკი.
ექიმი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის სიმპტომებია - ხველა, სუნთქვის გაძნელება, მაღალი ტეპერატურა, სურდო - იმეორებს მწვავე რესპირატორული ინფექციების სხვა ნიშნებს. ამიტომ მისი დიაგნოსტიკა სპეციალური სინჯების გარეშე შეუძლებელია.
კარგი ამბავი
ვირუსი უკვე გაშიფრული და შესასწავლად გადაცემულია.
„ვირუსი პირველად დეკემბერში გამოვლინდა. უკვე, 13 იანვარს ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის გენომი სრულად გაშიფრეს და გადასცეს ის მისი შესწავლის ყველა მსურველს, დღეისთვის უკვე ნათელია ვირუსი რას წარმოადგენს და გაჩნდა მისი დიაგნოსტიკის და ვაქცინის შექმნის შესაძლებლობა“,- ამბობს კომაროვსკი.
კომაროვსკის რეკომენდაციები
ექიმი კომაროვსკი მოგვიწოდებს პანიკას არ ავყვეთ.
ახალ დაავადებას მკურნალობენ, როგორც ჩვეულებრივ გრიპს - სიმპტომურად. პრევენციული ღონისძიებები - სანამ არ არსებობს ვაქცინა, ყველა რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში.
„საერთაშორისო საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართულია კერის აღმოფხვრისკენ შანსი, რომ ჩვენ მას გავუმკლავდებით საკმაოდ დიდია“, - აღნიშნავს ექიმი.
კომაროვსკი გვირჩევს ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ იმუნიტეტს, დავიცვათ ლორწოვანი გარსები, დავლიოთ ბევრი სითხე, კარგად ვიკვებოთ, სუფთა ჰაერზე ვისეირნოთ ნებისმიერ ამინდში, თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში სახლში დავრჩეთ, თბილად ჩავიცვათ და ყველაფერი კარგად იქნება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსს 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვმა 2507 ადამიანს მიაღწია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და ძალისხმევით შეიქმნა განსაკუთრებული დღე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად