სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მე უზომოდ მიხარია, რომ ეს პროექტი დაინერგა'' - ალექსანდრე ჯეჯელავა ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა
29-06-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდა და ბანაკში მყოფი ბავშვები მოინახულა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც საბჭოთა დროიდან ამ დატვირთვას ატარებს და დღეს გაზრდილი კონტიგენტის ფარგლებში ბანაკში  130-დან  300 მოსწავლე ისვენებს.

მოსწავლეების არჩევა ამჯერად სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებიდან მოხდა. ბანაკში მწყოფი მოსწავლეები მცირეკონტიგენტიან სკოლებს წარმოადგენენ.

"მე უზომოდ მიხარია, რომ ეს პროექტი დაინერგა და აქ შეკრებილი ბავშვები სხვადასხვა მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან იცნობენ ერთმანეთს, ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. ეს მათი განვითარებისთვის აუცილებელია. ბავშვები სკოლებმა თავად წარმოგვიდგინეს და ჩვენ მათ აქ მოვუყარეთ თავი. იმის გამო, რომ ეს პროექტი ახალია, მშობლებისგან ზოგჯერ წინაარმდეგობას ვაწყდებოდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომავალ კვირას და იმის მომდევნო კვირას, სექტემბრამდე სანამ ბანაკი იარსებებს და მიიღებს ბავშვებს, სულ უფრო მეტი ნაკადი შემოვა" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბაქსვუდის ეზოში ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა, შეხვედრის დასასრულს კი ეზოში არსებულ საფეხბურთო მოედანზე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ბანაკის განხორციელება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საქართველოსი მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება