სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ შედეგები სასწავლო პროცესში მასწავლებლებსაც გვეხმარება“ - ​კასპში ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა
20-02-2020
-
+


18 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

2 მარტს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

კასპის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნათია ილურიძე:

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები „ეტალონში“ აქტიურად არიან ჩართულები. ზოგადად, ყველა იმ ღონისძიებას მივესალმები, რომელიც ინტელექტუალურ-შემეცნებითია და რომლის მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში წიგნიერებისა და ცოდნის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. რაც ყველაზე მთავარია, სკოლებში ყველაზე ნიჭიერი თაობა გამოავლინოს და წაახალისოს.

ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლემ „ეტალონში“ შარშან კარგი შედეგები აჩვენა. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები, ალბათ, წელსაც კარგად იასპარეზებენ. პროექტს მეორე ტურისთვისაც ყველას მხრიდან ექნება მხარდაჭერა, როგორც აქამდე იყო“.

აღაიანის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გელხაური:

„ტესტირებაში, როგორც ყოველთვის, მოსწავლეების ჩართულობა ძალიან დიდი იყო. ბავშვებს ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ. უნდა გენახათ, ტესტირების შემდეგ ისეთი გამოცოცხლებული იყო სკოლა, ქულების მოლოდინში როგორ იყვნენ. ეს ძალიან დიდი მოლოდინია და ამისთვის ბავშვებმა ბევრი იშრომეს.

„ეტალონი“ ის პროექტია, რომელიც ბავშვებს ზრდის და ეხმარება, რომ უფრო მეტად განათლებულები გახდნენ. ტესტირების დღეს ჩვენთან საოცრება ხდებოდა. სხვა ასეთი ძვირფასი პროექტი მე არ მახსენდება. მაღალი ქულით ბევრი ბავშვი გამოვლინდა და მეორე ტურისთვისაც აქტიურად მოვემზადებით“.

აღაიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთინო მიქაძე:

„ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ უკვე 4 წელია მონაწილეობენ და წელს ყველაზე მაღალი ჩართულობა და აქტიურობა დაფიქსირდა. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. „ეტალონით“ დიდი ხანია დაინტერესებული ვარ. ჩემი შვილებიც მონაწილეობდნენ 7-8 წლის წინ, როგორც სკოლის „ეტალონი მოსწავლეები“. მაშინ სატელევიზიო ფორმატით გადიოდა.  დღევანდელი ფორმატიც ძალიან მომწონს, რადგან ბევრ მოსწავლეს ეძლევა საშუალება, თავისი  თავი და სკოლა წარმოაჩინონ.

ტესტირების შეფასების პროცესი ძალიან გამჭვირვალე იყო. შესწორების პროცესში მოსწავლეებიც დავისწარით. „ეტალონის“მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მოსწავლეები ელოდებიან როდის გახდებიან მერვეკლასელები, რომ მონაწილების მიღება შეძლონ“.

ლამისყანის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ჭიხინაშვილი: 

„ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებაზე მოსწავლეების ჩართულობა მაღალი იყო. ტესტირება ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და ბავშვებს მოეწონათ, შეფასება მომენტალურად რომ იწერებოდა. ზოგადად, ჩემპიონატისადმი მოსწავლეების მოტივაცია მაღალია. გასულ წელს კარგი შედეგი გვქონდა და მოსწავლეების მოტივაციაც ამაღლდა.

„ეტალონი“ კარგი პროექტია და მოსწავლეების მოტივაციისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, რომ აქ წარმატებას ხედავენ“.

ლამისყანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იზაბელა ფავლენიშვილი:

„ჩვენს სკოლაში ტესტირება ელექტრონული ფორმატით ჩატარდა, რაც ყველა მოსწავლისთვის სასიამოვნო იყო. „ეტალონის“ მიმართ მოსწავლეებში დაინტერესება მაღალია. ჩვენ გამარჯვებული მოსწავლე დავით ბეინაშვილი გვყავს და ეს მოსწავლეების მოტივაციას ზრდის.ისინი ჩემპიონატში ხალისით ერთვებიან. მომწონს, რომ „ეტალონში“ საკითხები სხვადასხვა საგნიდანაა შეტანილი“.

იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა უზნაძე: 

„ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ძალიან დადებითად ვაფასებ. მოსწავლეები პირველ ეტაპზე ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. ყველაზე მაღალი შედეგი 87 ქულა დაფიქსირდა. ტესტირებაში მთლიანობაში საშუალო და კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაართვეს თავი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ ყოველთვის მონაწილეობენ. მეორე ეტაპზე გადადიან და ხუთეულში ყოველთვის ხვდებიან.

„ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეები თვითშეფასებას ახდენენ, თუ რა დონეზე არიან. უფრო თამამები და თავდაჯერებულებიც ხდებიან, როდესაც მაღალ შედეგებს აფიქსირებენ“.

იგოეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამთა ხუციშვილი: 

„პირველი ეტაპის ტესტირებით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან. თან იხალისეს და თან ისიამოვნეს. ტესტები საინტერესო იყო. მერვეკლასელები ტესტირებაში პირველად მონაწილეობდნენ და ძალიან გახარებულები იყვნენ. ერთი სული ჰქონდათ ტესტები გამესწორებინა და ქულები გაეგოთ. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ემზადებიან.

„ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდიან - უფრო მეტს კითხულობენ, მეტად მობილიზებულები და მონდომებულები ხდებიან“.

ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბროლაძე:

„ტესტირებაში სკოლის მოსწავლეების 50%-ზე მეტმა მიიღო მონაწილება. დაინტერესება დიდი იყო. „ეტალონი“ მოსწავლეებს ეხმარება, რომ უფრო მეტი ცოდნა მიიღონ და ყოველ წელს უკეთესი შედეგი აჩვენონ.  მოსწავლეების მოტივაციას ზრდის - ბავშვებს სურვილი აქვთ რაიონის ეტაპზეც მიიღონ მონაწილეობა და განვითარდნენ“.

ახალციხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია ქაჩლიშვილი:

„მოსწავლეები ტესტირებას ძალიან დიდი სიახარულით შეხვდნენ. მათი აქტიურობა მცირეკონტიგენტიანი სკოლის ფონზე მაღალი იყო. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი ჩემპიონატია. მისით მოსწავლეებს მოტივაცია ეძლევათ, რომ უკეთ ისწავლონ. პირველი ეტაპი წარმატებით ვინც გადალახა, იმ მოსწავლეებს მეორე ტურისთვის აქტიურად მოვამზადებთ“.

სამთავისის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჩერქეზიშვილი:

„ჩემპიონატის მიმდინარეობით დაინტერესებული ვიყავი, ასევე შედეგებითაც. ჩვენ ტესტირების ფორმად  ონლაინ რეჟიმი ავირჩიეთ. ვფიქრობ, ასე ზუსტად ხდება შედეგების დაფიქსირება და ტესტირების პროცესიც ობიექტურია. შევეცადეთ, რომ მოსწავლეებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა. საუკეთესო შედეგი მეათეკლასელმა მოსწავლემ აჩვენა. 

„ეტალონი“ ძალიან საინტერესოა. მოსწავლეები ცდილობენ თავი წარმოაჩინონ. ჩემპიონატის მიმართ მოტივაცია მაღალია. მოსწავლეები თავიანთი ძალის მობილიზაციასა და რეალიზაციას ახდენენ. ეს საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ბავშვები ცდილობენ ყველაფერში გათვითცნობიერებულები იყვნენ და ეს სასწავლო პროცესისთვისაც კარგია“.

სამთავისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ფარესაშვილი:

„პირველი ეტაპის ტესტირებაში 11-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან 5 ბავშვი მერვეკლასელია. საინტერესო ტესტები იყო. ერთმა მერვეკლასელმა აიღო 57 ქულა, ხოლო მეათეკლასელმა, დაჩი ხუციშვილმა, 79 ქულა და ისინი მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

„ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსწავლეები განვლილ მასალას იმეორებენ და ცოდნას იღრმავებენ. მოსწავლეები ტესტებს ბეჭდავენ და მასზე მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს“.

ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სიმონიშვილი:

„მოუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, ტესტირებაზე მოსწავლეები აქტიურობა კარგი იყო. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ყველამ გამოთქვა. მოსწავლეები ტესტებზე მუშაობას დამოუკიდებლად, გათვლილ დროში მორჩნენ.  

„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი მოტივატორია. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები izrune.ge-შიც აქტიურად არიან ჩართულები. „ეტალონში“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვართ ჩართულები. ახლა მოსწავლეების მიზანია, რაიონული ეტაპიც გადალახონ. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონის“ პროექტების ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“.

ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სერგო ბერიძე: 

„მოსწავლეებს პირველი ეტაპის ტესტები ძალიან მოეწონათ. ჩემი აზრით, „ეტალონი“ მოსწავლეების ცნობიერების გაფართოებას უწყობს ხელს, რაც ძალიან კარგია. ჩემპიონატის დამსახურებით მოსწავლეები ახალ მეგობრებსაც იძენენ. „ეტალონის“ შედეგები სასწავლო პროცესში მასწავლებლებსაც გვეხმარება. მეორე ეტაპისთვისაც აქტიურად მოვემზადებით“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ამბროლაურს ესტუმრა
სტუდნეტების ნაწილმა აუდიტორიები დატოვეს და საპროტესტო აქციებს უერთდებიან -  ვრცელდება პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიმართვაც
როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები განახლდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, ისტორიის მასწავლებლებმა იმ ადამიანები ღვაწლზე ისაუბრეს, ვინც თავი გასწირა
ბიბლიოთეკის კვირეულთან დაკავშირებით, ჭიკაანის საჯარო სკოლაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ IV,V,VI და VII კლასების მოსწავლეებმა
სკოლაში მისწვეულმა მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მოისმინეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში და რა კავშირშია - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
საინტერესო
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
სიახლეები
საზოგადოება