| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ''იმედის კვირაში'' დასაქმების პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ აბიტურიენტები პროფესიის არჩევისას ბაზრის მოთხოვნას არ ითვალისწინებენ:
''შარშანდელი მონაცემებით, ახალგაზრდების 75%, ვინც სკოლა დაამთავრა, უმაღლეს განათლებაში წავიდა, 25% კი - პროფესიულ განათლებაში. შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების განაწილება კი პირიქითაა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ახალგაზრდები და მათი ოჯახები დავიყოლიოთ, ავუხსნათ, უსამსახუროდ დიპლომით სახლში ჯდომა არ არის პრესტიჟული, შრომა არის პრესტიჟული და ამ გაგებით, პროფესიული განათლება - არის კარგი.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ახალგზარდები თვითდასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულები:
''ზოგ პროფესიაში 100%-იანი დასაქმება გვაქვს. მაგალითად ბარმენები, სასტუმროს ადმინისტრატორები, გიდები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ზუსტად ის ვასწავლოთ სადაზღვეო აგენტს იქნება, ჟურნალისტს, მკერავსა თუ დიზაინერს, რაც სჭირდება დამსაქმებელს და მესამე რაც ძალიან მთავარია, არის თვითდასაქმებაზე ორიენტაცია. ძველი სისტემა, რომელიც საბჭოურიდან მოდის, თავში უდებს სტუდენტსა და მოსწავლეს - ''შენ სამსახური უნდა იშოვო''. მთელი ევროპა დღეს თავის მოსწავლეებს ეუბნება, რომ სამსახურის შოვნას ჯობია, სამსახურის შექმნა. ჯერჯერობით მეც, პრემიერსაც და ყველას, ვინც ამაზე ვსაუბრობთ, მოგვდის ასეთი შინაარსის მესიჯები - ''თქვენი შვილები გაგზავნეთ პროფებში, ჩვენს შვილებს თავი დაანებეთ'', ''ჩემი შვილი ექიმი უნდა გახდეს, ჩემი - იურისტი'' და ა.შ. ჩვეულების დარღვევა ჩვენს ქვეყანაში ადვილი არ არის, ამიტომ ამას დრო დასჭირდება,'' - აღნიშნა მინისტრმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია
ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ