სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თუ მასწავლებელი ხართ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცით! - 8 მიზეზი, რატომ არ გცემენ მოსწავლეები პატივს
03-07-2021
-
+


იყო დრო, როდესაც მოსწავლეები მასწავლებელს იმდენად აღმატებულ ხარისხში აღიქვამდნენ, რომ ვერც კი წარმოედგინათ, ისიც  ჩვეულებრივი ადამიანია. დღეს მსგავსი მიდგომა აღარ არსებობს და ზოგიერთ შემთხვევაში, მოზარდებისთვის მასწავლებელი ავტორიტეტი საერთოდ არ არის. აქედან გამომდინარე, ხშირად გვესმის ფრაზები - „ახალგაზრდობა გაფუჭდა“, „ჩვენ დროს მსგავსი არაფერი ხდებოდა“, „ბავშვები უფროსებს პატივს არ სცემენ“, „მოსწავლეები არაფრად მაგდებენ“...

ბუნებრივია, საინტერესოა, რატომ დაკარგეს ბავშვებმა უფროსების და კონკრეტულად, პედაგოგების პატივისცემა. არადა სწორედ პატივისცემაა მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს შორის ღირსეული ურთიერთობის საფუძველი.

და მაინც, რა არის მოსწავლეების უპატივცემულობის მიზეზი და სად უშვებენ პედაგოგები ყველაზე დიდ შეცდომას:

ორმაგი სტანდარტი - როდესაც ითხოვთ ერთს და იქცევით სხვაგვარად. დაიმახსოვრეთ, მოსწავლეებს მოკლე მეხსიერება ნამდვილად არ აქვთ;

ვარდისფერი სათვალის სინდრომი - ცრუ მოლოდინი, რომ მოსწავლეები კარგად ისწავლიან და საუკეთესოდ მოიქცევიან, ხოლო მშობლები პედაგოგის მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს უსიტყვოდ შეასრულებენ. დაიმახსოვრეთ, რომ არც მშობლებს და არც მოსწავლეებს თქვენი არაფერი მართებთ!

შეურაცხყოფა - მოსწავლეების მიმართ აგდებული დამოკიდებულება, ყვირილი, დასჯა ... ასე მოზარდების პატივისცემას ვერ მოიპოვებთ, პირიქით გამოიწვევთ შიშსა და ზიზღს;

არ არის კონტაქტი - მასწავლებელი, რომელიც არ ცდილობს, გაუგოს მოსწავლეებს, ადვილად კარგავს პატივისცემას  და უფასურდება აღსაზრდელების თვალში;

არ არსებობს უკუკავშირი - ანუ სინდრომი „დამავიწყდა“. არასოდეს დაივიწყოთ დაპირებები, მოსწავლეები ამაზე თვალს არასოდეს დახუჭავენ;

 „აქ მე ვარ მთავარი“ - მიდგომა - „როგორც ვთქვი, ისე იქნება“, მოსწავლეებთან  ურთიერთობებს ვერ დაგილაგებთ და ქედმაღლობით პატივისცემას ნამდვილად ვერ დაიმსახურებთ;

„მე ყველაზე ჭკვიანი ვარ“ - დაიმახსოვრეთ, თუ მასწავლებელი ხართ,  არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცით;

საკუთარი შეცდომების არაღიარება - უნდა შეგეძლოთ თქმა, რომ შეცდით. გაითვალისწინეთ, ამ გულწრფელობას მოსწავლეები აუცილებლად დაგიფასებენ. გარდა ამისა, ისინი გააცნობიერებენ, რომ თავადაც აქვთ შეცდომების დაშვების უფლება და ამის გამო, მათ არავინ განიკითხავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ბავშვებს გარემოსო დაცვასა და ბუნების მოფრთხლებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან,

მოსწავლეები ნერგების ზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება