სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ბედნიერების უფლება ყველას აქვს და ყველაზე დიდი ბედნიერება ცოდნით მიღწეული წარმატებაა'' - ლია გიგაურმა ''ეტალონის'' ფინალისტებს მიმართა
24-06-2017
-
+


"ეტალონის" ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიმართა.
 
"მიხარია, რომ საქართველოს ამდენ ეტალონს ვხედავ. მიხარია, რომ ამდენი ნიჭიერი მოსწავლე გვყავს, რომლებზეც სხვა ბავშვებმა უნდა გააკეთონ სწორება ცოდნითა და მონდომებით. ვამაყობ, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი. 

ვამაყობ იმით, რომ ჩვენ. სამინისტრომ, მთავრობის დაფინანსებით მოვახერხეთ, რომ ისეთი პროექტი, როგორიც არის ინტელექტ-ჩემპიონატი, დაგვეფინანსებინა და დღეს თქვენ გქონოდათ საშუალება დასწრებოდით ამ საზეიმო ღონისძიებას და ყველას ერთად გეზეიმათ ის გამარჯვება რომელსაც ჰქვია ცოდნის "ეტალონად" ქცევა. 

ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელმაც ეს იდეა მოიტანა და განავითარა. 

გილოცავთ როგორც ჩემი და მინისტრის სახელით ასევე, მთლიანად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით. 

ცოდნა ეტალონია, ბედნიერების უფლება ყველას აქვს და ყველაზე დიდი ბედნიერება ეს არის ცოდნა და ცოდნით მიღწეული წარმატება", - აღნიშნა გიგაურმა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება