სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თქვენ ხართ ამ წამოწყების პირველი მერცხლები“ - როგორი უნდა იყოს ახალი ტიპის მასწავლებელი და რა ევალება მას?
12-02-2020
-
+


„ჩვენ გვინდა ახალი ტიპის მასწავლებელი, თქვენ ხართ პირველი მერცხლები ამ წამოწყებისა“, - ასე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებს.

მისი განმარტებით, „ახალი ტიპის მასწავლებელს“ უნდა შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება და ესმოდეს ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობა.

„ახალი ტიპის მასწავლებელი იქნება სხვანაირი. მას უნდა შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება. სწავლება თუ არა იმის გააზრება მაინც, რომ რამდენიმე საგნის ინტეგრირებით უნდა დავაინტერესოთ დღევანდელი ბავშვი. მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება გაკვეთილების დაზეპირებითა და მოყოლით არ გამოვა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ შრომის უნარი. მოსწავლემ რაღაცის შექმნა უნდა იცოდეს და არა ამბის მოყოლა (დაზეპირება). ჩვენ გვინდა ინტეგრირებული ამოცანები დავსახოთ ბავშვების წინაშე, მასწავლებლები შეუერთდნენ ამ წამოწყებას და მოსწავლეებმა ისწავლონ პრაქტიკულად რაღაცების კეთება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამავე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება, ეს კი მათი პასუხისმგებლობის გაზრდასაც ნიშნავს.

პროგ­რა­მის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ მთავარი მიზანი ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში ერ­თ­ზე მე­ტი საგ­ნის სწავ­ლე­ბას შეძლებენ. ეროვნულმა სკოლამ მიღება შემოდგომაზე გამოაცხადა და მასში 1758 მსმენელი ჩაირიცხა.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ მიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება