სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების უფასო მომზადების პროგრამა მიღებას წელსაც გამოაცხადებს
27-01-2020
-
+


მასწავლებლების უფასო მომზადების პროგრამა „მასწავლებელთა ეროვნული სკოლა“ მიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს. ამის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში განუცხადეს. 

როგორც მასწავლებლის სახლში ამბობენ, პირველ ეტაპზე, კურსის გავლის შემდეგ, 2019 წლის ბოლოს სკოლებში 50 ისეთი პირი დასაქმდა, რომლებსაც პედაგოგიური გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა.

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ თავდაპირველად გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხა 1 758 მსმენელი. ეს იყო სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების კურსები მათ შორის ფიზიკა-მათემატიკა-ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების,  ისტორია-გეოგრაფია სამოქალაქო განათლების, განათლების დაწყებითი საფეხურის კურსი, რომელიც მოიცავდა ქართულს, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების კურსს. ასევე იყო სპორტი, ესთეტიური მეცნიერებები: ხელოვნება და მუსიკა და ქართული ენა და ლიტერატურა.

აღსანიშნავია, რომ კურსზე ჩარიცხული იყვნენ, როგორც გარე პირები ანუ ისინი ვისაც არ ჰქონიათ მასწავლებლობის გამოცდილება და ჰქონდათ მხოლოდ ბაკალავრიატის დიპლომი და მოქმედი მასწავლებელები სამიზნე რეგიონებიდან. ეს იყო მაღალმთიანი რეგიონების მცირე კონტიგენტიანი სკოლების მასწავლებლები. ეს მასწავლებლები უკვე დასაქმდნენ სკოლებში და მომიჯნავე საგნებსაც ასწავლიან არამხოლოდ თავიანთ სკოლაში არამედ შესაძლოა მეზობელი სოფლის სკოლაშიც ასწავლიდნენ. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც არ ჰქონდათ პედაგოგიური გამოცდილება და ახლა შევიდნენ სკოლაში, მათი რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 50-ია.

რაც შეეხება შემდგომ ეტაპზე, ახლა მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები და 2020 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ მივიღებთ მასწავლებელთა ეროვნულ სკოლაში ახალ ნაკადს“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.

etaloni.ge-ს კითხვაზე რამდენად საკმარისია აღნიშნული პროგრამა იმისთვის, რომ მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას უცებ ფიზიკისა და ისტის საგნებიც შეითავსოს, ხომ არ გააუარესებს ეს მიდგომა სწავლის ხარისხს  - მასწავლებლის სახლში გვპასუხობენ: „არსებულ მასწავლებლები არიან ისინი, რომლებიც ამ საგანს ასწავლიდნენ და ჩვენ გადავამზადეთ, რათა უფრო პროფესიონალურად შეძლებოდათ საგნის ჩატარება.  ეს იყო 100 საათიანი საკონტაქტო კურსი, რომლის ფარგლებში  იყო საგნის სწავლებაც, სწავლების  მეთოდიკაც და პრაქტიკული კურსიც, ამასთან მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საგნობრივ ექსპერტებთან. ასე რომ მათ ნამდვილად აქვთ შესაბამისი კომპეტენცია“.

ცნობისთვის, პროგრამა „მასწავლებლის ეროვნულ სკოლა“ მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ:

  • მათ ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში.
  • მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
  • პირებს, ვისაც სურვილი აქვს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში ასწავლონ.

მასწავლებლები მომზადდებიან შემდეგი საგნებისთვის:

1.  ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები
2.  ბიოლოგია და ქიმია
3.  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
4.  ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება
5.  დაწყებითი განათლება (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება)

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

იხილეთ ასევე: 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის: ყველაფერი, რაც ახალი უფასო მომზადების პროგრამის შესახებ არის ცნობილი

რა განსხვავებაა მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის გათვლილ ორ პროგრამას შორის? - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება