TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„არცერთ პროექტს ისეთი დაინტერესება და ჩართულობა არ აქვს, როგორც „ეტალონს“ - გორში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
10-02-2020
-
+


6 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

28 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ჩატარებულ ტესტირებასთან დაკავშირებით კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი: 

„ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ყველა სკოლაში, სადაც განრიგით იყო გაწერილი, შესანიშნავად ჩაიარა. ეს მოსწავლეებისთვის კარგი პროექტია, რადგან მოტივაციას ამაღლებს.

არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებები მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა, მსგავსი კონკურსები მათი მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, „ეტალონს“ მნიშვნელოვნად ვაფასებ“.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი: ნინო ბერიძე: 

„ეტალონი“კარგ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე, რომ თავიანთი უნარ-ჩვევები და ცოდნა გამოავლინონ. „ეტალონში“ ყველაფერი ინტერაქტიულ და ძალიან სახალისო რეჟიმში მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ  ამდენი წელია არსებობს, აქტუალობას არ კარგავს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია და კონკრეტულად განათლების განყოფილება „ეტალონის“ რეგიონში ჩატარების პროცესს  ორგანიზებას უწევს და ამ მიმართულებით წლებია ვთანამშრომლობთ. იმედია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“.

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ტრამაკიძე:

„ეტალონის“ ტესტირება ძალიან სამართლიანად ჩატარდა, მოსწავლეებიც ძალიან აქტიურები იყვნენ.

„ეტალონი“ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან მოგვწონს. ვნახოთ, შემდეგ ეტაპზე რა იქნება და როგორ წარმოაჩნენ თავს ჩვენი მონაწილეები“.

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ია მეტრეველი:

„ჩემპიონატში შარშან 12 მოსწავლე მონაწილეობდა, წელს 16. წელს უფრო მოტივირებულებიც იყვნენ და გაცილებით კარგი ქულებიც დაიწერა, ძალიან გახარებულები არიან. ზოგადად, მოსწავლეებს შორის „ეტალონის“ მიმართ ინტერესი გაზრდილია. ძალიან მონდომებულები არიან და ისევ მეკითხებიან: წელს კიდევ  ჩატარდებაო?. მადლობა, რომ „ეტალონის“ გუნდი შრომობს ჩვენი ბავშვების გასახარებლად“.

გორის N10 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ცილიკიშვილი:

„უპირველეს ყოვლისა „ეტალონს“ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, 6 წლის განმავლობაში ტესტირებას სკოლაში ყოველთვის მე ვუწევდი ორგანიზებას და ვხედავდი, რომ ბავშვები მონაწილეობაზე ყოველთვის დიდ სურვილს გამოთქვამდნენ და დიდი მოლოდინებიც ჰქონდათ. ახლაც ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ. ტესტირება წელს პირველად ონლაინ ჩავატარეთ. კომპიუტერთან უფრო რთულ პროცესს ელოდნენ და გახარებულები იყვნენ, რომ ყველაფერმა წარმატებულად ჩაიარა.

გულწრფელად გეტყვით, სკოლებში რა პროექტებიც ტარდება, ეს უპირველესია, რადგან არცერთ პროექტს ისეთი დაინტერესება და ჩართულობა არ აქვს, როგორც „ეტალონს“.

ახრისის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე: 

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ფაქტობრივად, ყველა უფროსკლასელმა მიიღო მონაწილეობა. თვითონ გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი და კმაყოფილებიც არიან. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც „ეტალონის“ დებულება მოითხოვს. ჩვენ სხვა დროსაც მიგვღია „ეტალონში“ მონაწილეობა და კარგი შედეგები გვქონია. ვიმედოვნებ შემდეგშიც არაერთხელ გვექნება „ეტალონში“ ჩართვის შესაძლებლობა“.

ახრისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გიორგი პანკრატოვი: 

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მაგრამ აქტიურობა და დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ დიდი იყო. ტესტირებაში თითქმის ყველა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, ვინც შესაბამის საფეხურზე სწავლობს. „ეტალონი“ მოსწავლეების მოტივაციას ზრდის და სწავლის პროცესს ახალისებს, ამდენად მოსწავლეები და შესაბამისად, ჩვენც კმაყოფილები ვართ“.

გორის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე აბუაშვილი: 

„მოსწავლეები ტესტირებით ძალიან კმაყოფილები არიან. ჩემპიონატში ჩართულმა პედაგოგებმა ტესტირება ძალიან ორგანიზებულად ჩაატარეს. ბავშვებმა კარგი ქულები მიიღეს. ბევრი ქულა დაფიქსირდა 80-ზე მაღლა. პირველ ეტაპზე ჩვენი მოსწავლეების შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ.

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვების განვითარებისა და სხვადასხვა უნარის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“.

გორის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა ხმიადაშვილი: 

„ტესტირებაზე მოსწავლეების აქტიურობა საკმაოდ კარგი იყო. როცა შეიტყვეს,რომ ტესტირება ელექტრონული იყო, თითქოს ფრთხილობდნენ, თუმცა მაინც გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი. პროექტი ყველას ძალიან მოგვწონს და ელექტრონულ ფორმატს მივესალმებით, რადგან უფრო მოსახერხებელია. თან ბავშვებიც წაახალისა, რადგან შედეგს მაშინვე ხედავენ.

საბოლოო ჯამში, ტესტირების შედეგად მაღალი ქულებიც დაიწერა. ერთმა მოსწავლემ 95 ქულა მიიღო. მოსწავლეებს შორის „ეტალონისადმი“ ინტერესი ახლა უფრო მაღალია. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს მოსწავლეების აქტიურობა კიდევ უფრო დიდი იქნება. ახლაც გვეკითხებიან, მეორე ეტაპი როდის იქნება და ვინ გადავა“.

გორის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა ნასყიდაშვილი:

„მასწავლებლები ტესტირების შედეგებით კმაყოფილები ვართ. მოსწავლეებს საკმაოდ მაღალი შეფასება ჰქონდათ. მათი აქტიურობაც კარგი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა საინტერესო გარემოში ჩაიარა“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება