სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ხელვაჩაურში - სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაში ზრუნავენ მოსწავლეების წარმატებაზე
05-02-2020
-
+


პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობითა და მონდომებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოს სკოლის რვა კლასმა izrune.ge-ზე თვის „მეგობრული კლასის“ ტიტული მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული izrune.ge-ს ინოვაციურ პროექტში.



სკოლა იზიარებს ინოვაციური საგანმანათლებო პორტალის მთავარ მიზანს - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებას და izrune.ge-სთან ერთად აქტიურად ზრუნავს მომავალი თაობის წარმატებაზე.



„მეგობრულ კლასებს“ ტიტულის დამადასტურებელი სიგელი სკოლის დირექტორმა შორენა ხაბაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა კლასებს, მიულოცა და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოპოვება უსურვა. 



ჯოჭოს საჯარო სკოლის „მეგობრული კლასები“:

I კლასი, დამრიგებელი - ეკა ბერიძე

II კლასი, დამრიგებელი - ნინო დოლიძე

III კლასი, დამრიგებელი - მაია დოლიძე

IV კლასი, დამრიგებელი - ეთერ ზოიძე

V კლასი, დამრიგებელი - თამარ კოკობინაძე

VI კლასი, დამრიგებელი - მერი მიქელაძე

VIII კლასი, დამრიგებელი -  ირინა გოგიტიძე

IX კლასი, დამრიგებელი - ნინო ხაბაზი



შეგახსენებთ რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება