სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა რომელი კატეგორია შეძლებს საზაფხულო ბანაკებში დასვენებას
22-06-2017
-
+


მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. პირველ ბანაკელებს წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.

სახელმწიფო დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე (ანაკლია, მანავი, კაჭრეთი, სალიბაური (აჭარა), ბათუმი, ქუთაისი, წყნეთი) 60-მდე ნაკადი, ჯამში 11 000-მდე სკოლის მოსწავლე გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპისა და მასშტაბის ბანაკებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად ახორციელებს.

მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ ნაკადში, ლოკაციების მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ130-დან 300 ბავშვამდე შეადგენს.

ბანაკებში მონაწილეობას მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან. მათ შორის-წარჩინებული მოსწავლეები, მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები, ეთნიკური უმცირესობები, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები და სხვა.

წელს ანაკლიის ბანაკის განხორციელებაში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, ხოლო მანავის სამხედრო ბაზაზე და ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში, ბანაკი განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

ბანაკის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებას, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება