სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მშობელი VS მასწავლებელი: რა იწვევს მათ შორის კონფლიქტს და რა გზებით შეგიძლიათ ამის მოგვარება?
26-10-2020
-
+


„ჩემი შვილი - ყველაზე ჭკვიანია, მასწავლებელი კი ამას ვერ ხედავს“, „მშობლები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ბავშვებს“ - მსგავსი განცხადებები თითქმის ყველა ჩვენგანს მოუსმენია. რატომ არის ზოგჯერ ასე რთული საერთო ენის გამონახვა? - მოდით გავერკვეთ, ყველაზე ხშირად, რა ხდება მასწავლებლებსა და მშობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი.

ყველაზე ხშირად მასწავლებლის მიმართ უკმაყოფილების მიზეზი არის:

სწავლების მეთოდები.
„ჩემი შვილი ყველაფერს დამოუკიდებლად სწავლობს, წერს და ითვლის. რას აკეთებს საერთოდ მასწავლებელი?“ - ძალიან პოპულარული მონოლოგია.

ხშირად მშობლებისთვის რთული გასაგებია, გაკვეთილის სტრუქტურა, სასწავლო გეგმა და სტანდარტი.

პირადი ანტიპატია. „ქედმაღალი და ცხვირაწეული მასწავლებელი!“. პედაგოგს არ შეუძლია ყველას მოაწონოს თავი.

ის ადამიანია თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, მათ შორის ურთიერთობის მანერით, რომელიც ყველა მშობლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს ვერ ერგება.

უსამართლო შეფასება. „ხომ ვნახე: შემაჯამებელი სამუშაოს წინ მთელი ღამე იმეცადინა და დაბალი ქულა მიიღო? რისთვის? რომელი ბავშვი მეცადინეობს მასზე მეტს?! უსამართლობაა“.

პირველ რიგში, მშობელს არ შეუძლია შვილის მომზადების დონე ობიექტურად შეაფასოს. მეორეც, დარწმუნებული ხართ, რომ მან ყველაფერი დაწერა ან ისწავლა? 

არა მხოლოდ მშობლები გამოთქვამენ პრეტენზიებს მასწავლებლების მიმართ. არცთუიშვიათად​ ჩივიან მასწავლებლებიც.

მასწავლებლები, ყველაზე ხშირად, მშობლებზე მათი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო ჩივიან. „მოსწავლე მოუწესრიგებელია, მის აკადემიურ მოსწრებას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ან თუნდაც ცუდად გამოიყურება“. 

მოსწავლის მშობლებთან კონფლიქტების მოგვარების გზები:

  • ყველაფერს ფხიზელი თვალით შეხედეთ. აღიარეთ საკუთარი შეცდომები, მშობლის პოზიცია მოისმინეთ.
  • ისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე. ღია დიალოგში გამოთქვით ყველაფერი რაც გაღელვებთ და გაწუხებთ. ხშირად საუბარში ირკვევა, რომ პრობლემა გაზვიადებული და მარტივად მოსაგვარებელია.
  • კონფლიქტის გადაწყვეტის შემდეგ დასკვნები გააკეთეთ.

​იმისთვის, რომ არ დაუშვათ კონფლიქტური სიტუაციები, გახსოვდეთ:

  • თავიდან არიდება დავის გადაწყვეტაზე მარტივია. რთულ სიტუაციაში საკუთარ ნაჭუჭში ნუ ჩაიკეტებით, არამედ მშვიდად ესაუბრეთ მშობელს.
  • ჩარაზეთ ემოციები. დიახ, თქვენ ხართ ცოცხალი ადამიანი, მაგრამ სამსახურში, პირველ რიგში - მასწავლებელი. ამიტომ აკონტროლეთ ნეგატივი და კონფლიქტურ სიტუაციაში ზედმეტი საუბრისგან თავი შეიკავეთ. ეს არ ნიშნავს საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას. უბრალოდ ნუ დაივიწყებთ ღირსების გრძნობას და ტაქტს. 
  • კონფლიქტში ბავშვს ნუ გარევთ. არ შეარცხვინოთ მოსწავლე, რომლის მშობლებთანაც კონფლიქტი წარმოიშვა. ეს სიკეთეს არცერთ მხარეს არ მოუტანს.
  • გაითვალისწინეთ მშობლის თვალსაზრისი. თქვენი აზრის დამოუკიდებლად მოსწავლის და მისი მშობლის თვალსაზრისს არსებობის უფლება აქვს.
  • შეაფასეთ ცოდნა ობიექტურად. მიაქციეთ ყურადღება, მოსწავლემ რამდენი დრო და ძალისხმევა დახარჯა მასალის მოსამზადებლად და რამდენად ხარისხიანად ემზადებოდა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება