სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია გრძელდება
22-06-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განვითარების მრავაფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისებას.

კონკურსი ცხადდება სამი თემატური მიმართულებით:

სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება;

სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესისეფექტიანობის ხელშეწყობა;

სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.

სამივე საგრანტო მიმართულებაზე, ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიანრეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პრეტენდენტმა საგრანტო განაცხადი წარადგინოს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით. კერძოდ, შეავსოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გარდა ამისა, აღნიშნული განაცხადი და დოკუმენტაცია წარმოადგინოს ცენტრში ამობეჭდილი სახით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალებას მისცემს:

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მომსახურებები გახდეს მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული;

მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელი შეეწყოს ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას;

საგრანტო კონკურსების საშუალებით შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირება, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირება.

განთლების სფეროში მოხდეს გარე, დამოუკიდებელი მიმწოდებლების განვითარების სტიმულირება და ექსპერტული ცოდნის დაგროვება.

ასევე, გაიზარდოს ცენტრის მენეჯმენტის ეფექტიანობა და გაჩნდეს პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირების შესაძლებლობა.

საგრანტო კონკურსის პირობები

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება