სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე სპეციალური გადამზადების კურსებს გაივლიან
21-06-2017
-
+


საჯარო სკოლების კვების ობიექტების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელთა გადამზადების  პროექტი დაიწყო. 

ახალი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ყველა ბიზნესოპერატორი, ანუ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.

პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ ბაზაზე, უკვე დაიწყო პირველი, 15-კაციანი ჯგუფის გადამზადება. 

ტრენინგის ფარგლებში, კოლეჯის პედაგოგები ჯგუფის წევრებს გააცნობენ ჯანსაღი კვების პრინციპებს და აუცილებლად გასათვალისწინებელ სანიტარულ ნორმებს, ასევე როგორ უნდა შეინახონ პროდუქტები და როგორ უნდა მომზადდეს საკვები, რომ მან არ დაკარგოს ჯანსაღი თვისებები, მონაწილეები ასევე გაეცნობიან სასკოლო მენიუს შედგენას. თავად მსმენელებს მოეთხოვებათ იზრუნონ მენიუს გამდიდრებაზე, მრავალფეროვან არჩევანზე,  ჯანსაღი საკვების მომზადების ახალ რეცეპტებზე. 

მნიშვნელოვანია ასევე პროვაიდერმა იზრუნოს პროდუქტის იმ სახით მიწოდებაზე (იგულისხმება შეფუთვა, დიზაინი..), რომ ბავშვისთვის მიმზიდველი იყოს ხილი, ბოსტნეული ანუ, ის ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც ბავშვები ძირითადად არ ეტანებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადამზადებას უფასოდ სთავაზობს სასკოლო  კვების პროვაიდერ ყველა კომპანიას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება